ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2021 წლის 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.10 (- 0,49%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.10 (- 0,04%)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები ემზადებიან OPEC-სა და რუსეთზე თავდასხმისთვის

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, იაპონიის ხელისუფლებამ ფასების სტაბილიზაციის მიზნით ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოყენების განხილვა დაიწყო. კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს. თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ ამ გეგმის წარმატებაში, რადგან მსოფლიოს ნავთობის მარაგების მხოლოდ რამდენიმე კვირის სამყოფი აქვს. მართალია, ამ დროისთვის ნავთობის ფასი შესაძლოა დაეცეს დაახლოებით 20 დოლარით. იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების შედარებითი მიმოხილვა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   „საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია  საწვავის ფასთან დაკავშირებით ჩვენს მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.   შედარებისათვის მოვიყვანოთ საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე:   აზერბაიჯანში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,51 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,82 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,97 ევროს; დიზელის საწვავი – 0,41ევროს;   რუსეთში –  A-92 მარკის  ბენზინი – 0,57 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,61 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი – ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.89 (- 2.35)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.10 (- 2.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იაპონიამ შესაძლოა ნავთობის მარაგები გაყიდოს

იაპონიის ხელისუფლებამ შესაძლოა ნავთობის მარაგების გაყიდვა დაუშვას. ამის შესახებ Kyodo News წერს. ამის მიზეზია ბაზარზე ნავთობის ფასის სტაბილიზების სურვილი. თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი მთავრობის ამ ინიციატივის წინააღმდეგი გამოდის. იაპონიაში ნავთობის მარაგების გაყიდვა რამდენიმე შემთხვევაშია დაშვებული. მათ შორის სტიქიური უბედურების, მიწოდების დეფიციტისა და ბაზარზე გლობალური პრობლემების არსებობის დროს. ამ დრომდე იაპონიას მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდის მიუხედავად, ნედლეულის მარაგების გაყიდვის შესახებ არ განუცხადებია. ...

Read More »

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრი ოპეკის გადაწყვეტილებას ნავთობის მიწოდების “არგაზრდაზე” გამოეხმაურა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ ალ-მაზრუეი გამოვიდა  ოპეკისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილების მხარდაჭერით ნავთობის მიწოდების “არგაზრდასთან” დაკავშირებით. „მოვუწოდებ ხალხს, დამშვიდდნენ და გვენდონ“, – განაცხადა მან. მინისტრმა აქვე დასძინა, რომ EIA 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ჭარბ რაოდენობას პროგნოზირებს. მან აღნიშნა, რომ თუ “OPEC +”-ის ამჟამინდელი გეგმა მოპოვების 400 000 ბარელით გაზრდის შესახებ გამოიწვევს ჭარბ ოდენობას, მაშინ ...

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

ბოლო ათ თვეში, საქართველომ 651.9 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 418.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 812.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 705.2 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორრთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.24 (+ 0,96)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.01 (+ 0,65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვებას ზრდის

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) 704,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 585,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 118,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. ააღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. რაც შეეხება წინა საანგარიშო თვეს, სექტემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვებამ 586,2 ათასი ბარელი შეადგინა. OPEC + მინისტრების მე-20 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,003 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 0,71 მილიონი ბარელით  და შეადგინა  211,996 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,82 მილიონი ბარელით და შეადგინა  123,685 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »