იაპონიამ შესაძლოა ნავთობის მარაგები გაყიდოს

იაპონიის ხელისუფლებამ შესაძლოა ნავთობის მარაგების გაყიდვა დაუშვას. ამის შესახებ Kyodo News წერს.

ამის მიზეზია ბაზარზე ნავთობის ფასის სტაბილიზების სურვილი. თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი მთავრობის ამ ინიციატივის წინააღმდეგი გამოდის. იაპონიაში ნავთობის მარაგების გაყიდვა რამდენიმე შემთხვევაშია დაშვებული. მათ შორის სტიქიური უბედურების, მიწოდების დეფიციტისა და ბაზარზე გლობალური პრობლემების არსებობის დროს. ამ დრომდე იაპონიას მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდის მიუხედავად, ნედლეულის მარაგების გაყიდვის შესახებ არ განუცხადებია.

გამოცემის ცნობით, თუ იაპონიის ხელისუფლებამ ნავთობის მარაგების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, ეს აშშ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გადაწყდება.

იაპონიამ ნავთობის მარაგების შექმნა 1970-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მარაგები. სექტემბრის ბოლოსთვის იაპონიაში ნავთობის მარაგები ნედლეულზე ქვეყანაში გაჩენილ მოთხოვნას 242 დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა.

Leave a Reply