ნავთობპროდუქტები

ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება

ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება

ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივებას “ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ მოამზადა, ხოლო მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. კანონის მოქმედი რედაქციით, ნავთობგადამუშავების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღების მსურველს 5-წლიანი გამოცდილების ქონა მოეთხოვება – მან უნდა წარადგინოს იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, აღნიშნული პირობა აღარ წარმოადგენს სავალდებულოს ...

Read More »
ნავთობის კორპორაცია 4770 ტონა ნავთობს ყიდის

ნავთობის კორპორაცია 4770 ტონა ნავთობს ყიდის

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ”  Georgian Light  და Georgian Heavy  ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის საერთო რაოდენობა შეადგენს 4770 ტონას და შედგება ორი ლოტისგან. კერძოდ: I ლოტად გამოტანილია 420 ტონა Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობი, მიწოდება EXW (incoterms 2010) პირობით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. II ლოტად გამოტანილია 4350 ტონა Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობი, ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

უკანასკნელი 23 წლის მანძილზე პირველად ბოლივიაში აღმოაჩინეს ახალი ნავთობსაბადო რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სამჯერ გაზარდოს შავი ოქროს მარაგები. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა. ბოლივიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Boqueron-ის ნავთობსაბადოს ნავთობის მარაგი არანაკლებ 28 მილიონი ბარელია, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 1,7 მილიარდი დოლარით შავსებს.  ახალი ნავთობსაბადო აღმოჩენილ იქნა კოპანია YPFB Andina-ის მიერ რომლის 51%-ი ეკუთვნის ბოლივიის საელმწიფო კომპანია YPFB (Yacimientos ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

„მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 7,6 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, მაისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 29,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 51,3 ათასი ტონა. ქვეყნების მიხედვით 2015 წლის მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – ...

Read More »
საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი კიდევ ერთხელ, 3-7 თეთრით გაძვირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში, ყველა კატეგორიის საწვავზე ფასებმა ჯამში მინიმუმ 25-30 თეთრით მოიმატა. დღეის მონაცემებით, „ვისოლის” ქსელში ეკო სუპერის ფასი 2.19 ლარია, ეკოპრემიუმის 2.14, ეკო ევრორეგულარი 2.01 ლარი ღირს, ევრორეგულარი 1.98, ეკოდიზელი 2.10, დიზელ ენერჯის ღირებულება კი 1.95 ლარია. კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან” განმარტავს, რომ საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი მისი ...

Read More »
ინდოეთის მთავრობა ირანული ნავთობის შეძენას გეგმავს

ინდოეთის მთავრობა ირანული ნავთობის შეძენას გეგმავს

ინდოეთის სახემწიფო ნავთობკომპანიები Indian Oil Corp. და Hindustan Petroleum Corp. გემავენ შეიძინონ ირანული ნავთობი ქვეყნის სტრატეგიული მარაგების შესავსებად. Hindustan Petroleum Corp.-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანის სახემწიფო კოპანია SOMO-ოს წარმომადგენლებთან 2 მილიონი ნედლი ნავთობის შეძენასთან უახლოეს პერიოდში. Indian Oil Corp. გაუწევს მხარდაჭერას ირანული ნავთობის იმპორტს ინდოეთში. ინდოეთის ნავთობის სამინისტრო მზადაა შეიძინოს 4 მილიონი ბარელი ნავთობი ქვეყნის სტრატეგიული მარაგების შესავსებად. ინდოეთისვის მსგავსი გარიგება ხელსაყრელია, ...

Read More »

საუდის არაბეთი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას და მიწოდების შემცირებას ელის

ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრ ალი ალ-ნაიმიზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-ნაიმი ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირებას წლის მეორე ნახევარში ელოდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ალ-ნაიმი იყო ინიციატორი OPEC-ის მიერ ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ არ მომხდარიყო ნავთობის მოპოვების შემცირება. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ნავთობი გაძვირდა. თუ იანვარში 1 ბარელი ნავთობი 46 აშშ დოლარი ღირდა, ეს ფასი ახლა 60-65 აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ცნობისთვის, ...

Read More »
ოპეკის ბრძოლა ნავთობის ფასებზე

ოპეკის ბრძოლა ნავთობის ფასებზე

ოპეკის უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა და მათი მოქმდებები ბაზარზე არეულობის გამომწვევი გახდა. სწორედ, ამის გამო საწვავის ფასებმა ექვსწლიან მინიმუმს მიაღწია. მიმდინარე კვირაში ოპეკის წარმომადგენლები ვენაში შეხვედრას გამართავენ, სადაც განიხილავენ  თუ რამდენად წარმატებულია სტრატეგია, რომელმაც ნავთობის ბაზარზე გადატრიალება მოახდინა. ოპეკის წლევანდელი შეკრების მიზანი ბაზარზე წონასწორობის დაბრუნება და ფასების დასტაბილურებაა. არნიშნულ შეხვედრაზე 12-კაციანი ჯგუფი რომლებიც ნავთობის მსოფლიო მარაგის 40%-ს აკონტროლებენ, ...

Read More »
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის სურვილი რამდენიმე ინვესტორმა გამოთქვა

ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით ინვესტორები დაინტერესდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ წლის ნოემბერში, ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შედეგად რამდენიმე წინადადება მიიღეს, თუმცა დაინტერესებული კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებენ. „წარმოდგენილია რამდენიმე წინადადება, რომელსაც განიხილავს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. უახლოეს მომავალში მოხდება კომპანიების იდენტიფიცირება”, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 2015 წლის 11 მაისის დასრულდა. მთავრობა ინვესტორთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების მიზნით, მშენებლობის, ოპერირებისა და ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, საქართველომ აზერბაიჯანიდან 83,570 ტონა ნავთობპრუქტები შემოიტანა, რაც 42,09 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელია. 2015 წლის პირველ კვარტალში მიწოდების მოცულობა 45,1%-ით გაიზადა. საქართველოს მთლიანი, იმპორტის წილში ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა 22,8% შეადგინა. საქართველომ 2015 წლის 3 თვეში, 184.28 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. წლიური თვალსაზრისით, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, აზერბაიჯანიდან 39,2%-თ შემცირდა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ...

Read More »