ოპეკის უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა და მათი მოქმდებები ბაზარზე არეულობის გამომწვევი გახდა. სწორედ, ამის გამო საწვავის ფასებმა ექვსწლიან მინიმუმს მიაღწია.
მიმდინარე კვირაში ოპეკის წარმომადგენლები ვენაში შეხვედრას გამართავენ, სადაც განიხილავენ თუ რამდენად წარმატებულია სტრატეგია, რომელმაც ნავთობის ბაზარზე გადატრიალება მოახდინა.
ოპეკის წლევანდელი შეკრების მიზანი ბაზარზე წონასწორობის დაბრუნება და ფასების დასტაბილურებაა. არნიშნულ შეხვედრაზე 12-კაციანი ჯგუფი რომლებიც ნავთობის მსოფლიო მარაგის 40%-ს აკონტროლებენ, მიიღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ თუ გაარძელონ ძველი სტრატეგიით მუშაობა.
ცხრილში ნაჩვენებია ნედლი ნავთობის ყოველთვიური წარმოების მონაცემები. ბაზარზე არსებული არასტაბილურობის გამო კომპანიები კანადიდან, ქატარიდან თუ მექსიკიდან ან მომავლისთვის აქვთ გადადებული პროექტები ან საერთოდ აჩერებენ მათ. მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებლები ამცირებენ საკუთარ კაპიტალს. აშშ-ში ჭაბურღილების რაოდენობა 60%-ით არის შემცირებული, რაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ინვესტორებში აღარ შეინიშნება ამერიკელი ნავთობმომპევებლების მიმართ კეთილგანწყობა, შესაბამისად ბირჟებიდან მათი აქციები გაქრა. ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით ნავთობკომპანიებისთვის უფრო რთული ხდება საქმიანობის გაგრძელება ფინანსური სირთულეების გამო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ING ბანკის მონაცემების მიხედვით ფასები ძალიან დაბალია. მსფლიოს უდიდესი ექსპორტიორი საუდის არაბეთიც კი, რომელსაც რეზერვის სახით 686 მიალიარდი დოლარი გააჩნია, ვერ უმკლავდება ფინანსურ პრობლემებს.
გიორგი კაპანაძე