საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ წლის ნოემბერში, ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შედეგად რამდენიმე წინადადება მიიღეს, თუმცა დაინტერესებული კომპანიების დასახელებისგან თავს იკავებენ.
„წარმოდგენილია რამდენიმე წინადადება, რომელსაც განიხილავს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. უახლოეს მომავალში მოხდება კომპანიების იდენტიფიცირება”, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 2015 წლის 11 მაისის დასრულდა.
მთავრობა ინვესტორთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების მიზნით, მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
სამინისტროს მოთხოვნის მიხედვით, ინვესტორმა 2018 წლის მარტის ბოლომდე წელიწადში მინიმუმ 2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნა უნდა ააშენოს. ამასთან, წარმოება 2019 წლის მარტამდე უნდა დაიწყოს. წარმოებული ნავთობპროდუქტების 20% ადგილობრივ ბაზარს უნდა შესთავაზოს და ფასი მინიმუმ 10%-ით ნაკლები იყოს იდენტური ნავთობის დისტილატების PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის 10 დღის საშუალო ფასთან შედარებით.
ინვესტორი ვალდებულია 20 მლნ აშშ დოლარის გამოუხმობი საბანკო გარანტიაც წარადგინოს.