„მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 7,6 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, მაისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 29,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 51,3 ათასი ტონა.
ქვეყნების მიხედვით 2015 წლის მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 29,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 36,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 28,1 ათასი ტონა – 34,7%; ბულგარეთი – 8,5 ათასი ტონა – 10,5%; რუსეთი – 6,6 ათასი ტონა – 8,1%; თურქმენეთი – 5,0 ათასი ტონა – 6,2%, საბერძნეთი – 3,5 ათასი ტონა – 4,3%.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 18,1 ათასი ტონა ანუ 61,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 10,8 ათასი ტონა ანუ 36,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,7 ათასი ტონა ანუ 2,4%.
ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის მაისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 18,0 ათასი ტონა ანუ 35,1%, L-62 დიზელის საწვავი – 33,3 ათასი ტონა ანუ 64,9%.