ნავთობპროდუქტები

ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

“ოპეკი +”-ის შეხვედრა 31 მაისს გადაიდო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “ოპეკი +”-ის ქვეყნების ტექნიკური სამონიტორინგო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება 31 მაისს, მინისტრების მონიტორინგისა და “ოპეკი +”-ის მინისტრთა კონფერენციის წინა დღეს. თავდაპირველად, ტექნიკური მონიტორინგის შეხვედრა დაგეგმილი იყო 25 მაისს.  “ოპეკი +”-ის ტექნიკურ კომიტეტში შედიან ექსპერტები ხელშეკრულებაში მონაწილე რვა ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებიდან. ექსპერტები იკრიბებიან ყოველ თვე ვიდეო-კონფერენციის ფორმატში და ამზადებენ ანალიტიკურ ანგარიშს მინისტრთა კოლეგიისთვის სანავთობო ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე. ანგარიშში, როგორც წესი, წარმოდგენილია ...

Read More »

საქართველოს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტი 27,5 მილიონი დოლარი დაუჯდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 59 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება 27,5 მილიონი აშშ დოლარია. საქსტატის მონაცემებით,  საქართველოში წელს 4-თვეში აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებიუს იმპორტი გაზრდილია 38,7% -ით.  ცნობისთვის, წელს აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად გაზარდა. ქვეყნის საბაჟო დეკლარაციების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა 388 311,66 ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოახერხა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 163 მილიონი 409,16 ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთმა 3.5%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი

მიმდინარე წლის მარტის თვეში საუდის არაბეთმა 3.5%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მოპოვება – 0,1%-ით, Joint Organization Data Initiative(JODI) მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადეს “ნავთობპროდეუქტების იმპორტრიორთა კავშირი”.  ექსპორტი შემცირდა 5,427 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში თებერვლის თვის  5,625 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. JODI–ის მონაცემებით, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ მარტის თვეში შეადგინა 8.138 მილიონიბარელი/დღე-ღამეში თებერვლის თვის 8.147 მლნ ბარელია მაჩვენებელთან შედარებით წლიურ გამოხატულებაში  მაჩვენებელი 16.4%-ით შემცირდა.

Read More »

2021 წლის იანვარ-მარტის თვეებში რუსეთმა აშშ-ს დაუთმო პირველი ადგილი ნავთობის მოპოვების მიხედვით

მიმდინარე წლის იანვარის თვეში რუსეთის ფედერაციამ მოიპოვა 10,17 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. თებერვლის თვეში რუსული მოპოვება შემცირდა 9,74 მილიონ ბარელამდე/დღეში, ხოლო მარტის თვეში კვლავ გაზარდა მოპოვება 10.18 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში – რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს “ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირი” საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთმა მოიპოვა 124,9 მლნ ტონა ნავთობი, რაც 11%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.  შედეგად, რუსეთმა ...

Read More »

ნორიოს ნავთობის საბადოზე უცხოელი პარტნიორის შემოყვანა განიხილება

ნორიოს ნავთობის საბადოზე უცხოელი პარტნიორის შემოყვანა განიხილება. ნორიოს სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების შესახებ „ნავთობისა და გაზის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა. გიორგი ტატიშვილის თქმით, ადგილზე დადასტურებულია ნავთობის მარაგები, თუმცა მისი ამოღებისთვის როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ასევე ტექნოლოგიური გამოცდილებაა საჭირო. „ნორიოს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული პროექტი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ამ საბადოზე იქ მომუშავე კომპანია „ქართული ნავთობი და ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და 486 მლნ ბარელი შეადგინა – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ბენზინის მარაგები გაიზარდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,2 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,3 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 132,1 მლნ ბარელი.ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების გაუქმებით ბაიდენი პუტინს საჩუქარს გადასცემს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორის, Nord Stream 2 AG-ის მიმართ სანქციებს არ გამოიყენებს. „ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უარი თქვას სანქციებზე Nord Stream 2 AG-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის მიმართ აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ არასწორია. როგორც ჩანს, ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რატომღაც შეერთებული შტატების ინტერესებშია, რომ ეს მავნე გავლენის მქონე რუსული პროექტი შედგეს. ...

Read More »

აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაზარდა

აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაზარდა. ქვეყნის საბაჟო დეკლარაციების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა  388 311,66 ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოახერხა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 163 მილიონი 409,16 ათასი აშშ დოლარი. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ნავთობპროდუქტების მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 10.7% შეადგინა, ხოლო ღირებულება – 51,3% -ით. ნავთობპროდუქტების წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში 2.57% შეადგინა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა 1,4 მილიონი ტონა ნავთობის გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის  19 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.66  (-  2.05) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.36 (- 2.13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

SOCAR უკრაინას რუსულ ნავთობპროდუქტებს მიაწოდებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR განახორციელებს როსნეფტის ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში. გამომცემლობა  Angi-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლის იბრაჰიმ აჰმადოვის განცხადებით, ამ გზით SOCAR–ს სურს გააძლიეროს თავისი პოზიციები ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ვაჭრობაში. ხელშეკრულება, რომელიც როსნეფტთან გაფორმდა, ითვალისწინებს აზერბაიჯანული კომპანიის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობპროდუქტების მიწოდების უფლებას. მანამდე პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, ...

Read More »