გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და 486 მლნ ბარელი შეადგინა – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”

ბენზინის მარაგები გაიზარდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,2 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 2,3 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 132,1 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Leave a Reply