2021 წლის იანვარ-მარტის თვეებში რუსეთმა აშშ-ს დაუთმო პირველი ადგილი ნავთობის მოპოვების მიხედვით

მიმდინარე წლის იანვარის თვეში რუსეთის ფედერაციამ მოიპოვა 10,17 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. თებერვლის თვეში რუსული მოპოვება შემცირდა 9,74 მილიონ ბარელამდე/დღეში, ხოლო მარტის თვეში კვლავ გაზარდა მოპოვება 10.18 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში – რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს “ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირი”

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთმა მოიპოვა 124,9 მლნ ტონა ნავთობი, რაც 11%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.  შედეგად, რუსეთმა 2021 წლის იანვარ-მარტის თვეებში აშშ-ს დაუთმო პირველი ადგილი ნავთობის მოპოვების მიხედვით.

რუსული ნავთობის ექსპორტი შემცირდა 19,8%-ით და შეადგინა 50,8 მილიონი ტონა. ნავთობის ექსპორტის წილმა რუსეთის ფედერაციის მოპოვებაში შეადგინა  40,7%.

Leave a Reply