პოლიტიკა

ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა ზომები, ვიდრე ირანი შეთანხმების სრულად შესრულებას განაახლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეთანხმების შესრულების განახლების მიმართ ირანის პოზიტიური დამოკიდებულება ცხადყო, ხოლო აშშ-მა თავისი პოლიტიკის გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადადგას. ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი – ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში

ევროკავშირი მიზნად ისახავს ეგვიპტესთან თანამშრომლობის გაძლიერებას ენერგეტიკის სფეროში, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა კადრი სიმსონმა ეგვიპტის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრთან, თარექ ელ მოლასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზის ფორუმის ფარგლებში შეხვედრისას განიხილეს ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის კოორდინაციის გაზრდის გზები. საუბრისას სიმსონმა ხაზი გაუსვა ეგვიპტის ძალისხმევის მნიშვნელობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელიც მხარს უჭერს ამ სივრცის ქვეყნებს ...

Read More »

ბაიდენი: აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა. „ჩვენს არსენალში გვაქვს სხვა ინტრუმენტები, რომლებთანაც საქმე გვექნება. მე ვისაუბრებ სხვა ქვეყნებთან შესაფერის დროს, რათა მეტი ენერგია მივიღოთ მილსადენით“, – აღნიშნა ბაიდენმა. OPEC+-ის შეთანხმების ქვეყნები ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დარჩნენ თავიანთი გეგმის ერთგულები, აღადგინონ ნავთობის მოპოვება ...

Read More »

პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარესა და ენერგოომბუდსმენს მოუსმენენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარეს ელოდებიან. დავით ნარმანია საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის წლიურ ანგარიშს წარუდგენს. დეპუტატები გასულ წელს ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნობიან. მოხსენებაში აქცენტირებული იქნება ბუნებრივი აირის სექტორში უსაფრთხოების საკითხები, ასევე რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები და წყალმომარაგების სექტორში აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშს ასევე წარადგენს ენერგოომბუდსმენი სალომე ...

Read More »
როვნაგ აბდულაევი - "სოკარი" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა – SOCAR-ის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ისინი მეგობარი და მოძმე სახელმწიფოები არიან. აღნიშნულის შესახებ SOCAR-ის პრეზიდენტმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში, აზერბაიჯანის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემს. დღეს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით მაღალ დონეზეა”,- განაცხადა მან.

Read More »

ნიუ-იორკის ახალარჩეულ მერს ხელფასის ბიტკოინით მიიღება სურს

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ერიკ ადამსი ამბობს, რომ სურს, პირველი სამი ანაზღაურება კრიპტოვალუტით, ბიტკოინით მიიღოს, – ამის შესახებ BBC წერს. ადამსის განმარტებით, მისი განზრახვაა, ნიუ-იორკი „კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად“ აქციოს. „ნიუ-იორკი იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი! უბრალოდ დაელოდეთ!”, – წერს ადამსი Twitter-ზე. 2009 წელს შექმნილი ბიტკოინის ღირებულება ბოლო დროს ცვალებადია.

Read More »

ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი გააორმაგა

ირანი ურანის გამდიდრების ტემპს არ ანელებს და გასული თვის განმავლობაში მისი მარაგი თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა Deutsche Welle იუწყება. ირანის ბირთვული სამინისტროს ხელმძღვანელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ  ირანს 210 კგ-ზე მეტი  20 პროცენტამდე გამდიდრებული და 25 კგ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს. შეგახსენებთ, რომ ირანისა და ექვს ქვეყანას ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება.

Read More »

რუსეთი ყაზახეთიდან უკრაინაში ნახშირის ტრანზიტს ბლოკავს, უკრაინა იძულებულია თბოსადგურების ენერგობლოკები გაზზე ამუშაოს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნახშირის ნაკლებობის გამო სამინისტრო თბოელექტროსადგურების ენერგობლოკებისთვის და თბოელექტროცენტრალებისთვის საწვავად გაზის გამოყენებას გეგმავს. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ასეთი გადაწყვეტილბის მიღების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ ყაზახეთიდან უკრაინაში ნახშირის ტრანზიტის სრული ბლოკირება. უკრაინის უმაღლესი რადას ენერგეტიკის და საბინაო-კომუნალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გერუსის თქმით, ტექნიკური ბლოკირება რუსეთის რკინიგზის დონეზე ხდება. რუსეთის რკინიგზა არ ზღუდავს ყაზახეთიდან უკრაინაში ყაზახური კოქსვადი ნახშირის ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება

ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ვენაში აპრილში ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა. ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მალი გაუძღვება ამერიკის დელეგაციას ვენაში. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში ...

Read More »

ირანის განცხადებით ბირთვული შეთანხმების წარმეტებით დასრულებისთვის ბაიდენის მხრიდან გარანტიების მიცემაა აუცილებელი

2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა. “აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია”, – აღნიშნა ალი ...

Read More »