ირანი ურანის გამდიდრების ტემპს არ ანელებს და გასული თვის განმავლობაში მისი მარაგი თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა Deutsche Welle იუწყება.
ირანის ბირთვული სამინისტროს ხელმძღვანელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ ირანს 210 კგ-ზე მეტი 20 პროცენტამდე გამდიდრებული და 25 კგ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ირანისა და ექვს ქვეყანას ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება.