როვნაგ აბდულაევი - "სოკარი" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა – SOCAR-ის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ისინი მეგობარი და მოძმე სახელმწიფოები არიან.

აღნიშნულის შესახებ SOCAR-ის პრეზიდენტმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში, აზერბაიჯანის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემს. დღეს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით მაღალ დონეზეა”,- განაცხადა მან.

Leave a Reply