უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნახშირის ნაკლებობის გამო სამინისტრო თბოელექტროსადგურების ენერგობლოკებისთვის და თბოელექტროცენტრალებისთვის საწვავად გაზის გამოყენებას გეგმავს.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ასეთი გადაწყვეტილბის მიღების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ ყაზახეთიდან უკრაინაში ნახშირის ტრანზიტის სრული ბლოკირება.
უკრაინის უმაღლესი რადას ენერგეტიკის და საბინაო-კომუნალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გერუსის თქმით, ტექნიკური ბლოკირება რუსეთის რკინიგზის დონეზე ხდება.
რუსეთის რკინიგზა არ ზღუდავს ყაზახეთიდან უკრაინაში ყაზახური კოქსვადი ნახშირის (მაღალი თბოუნარიანობის მქონე ნახშირი, გამოიყენება მეტალურგიულ წარმოებაში – „აიპრესი”) ტრანზიტს, მაგრამ ბლოკავს ენერგეტიკული ნახშირის ტრანზიტს (დაბალი თბოუნარიანობის ნახშირი, გამოიყენება საწვავად თბოელექტროსადგურებში და თბოელექტროცენტრალებში – „აიპრესი”), – აცხადებს გერუსი.
ოქტომბერში უკრაინამ რუსეთიდან 34,5 მლნ დოლარის ენერგეტიკული ნახშირის იმპორტი განახორციელა, პოლონეთიდან 6,3 მლნ დოლაროს, ხოლო ყაზახეთიდან კი 1,2 მლნ დოლარის. 1 ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინისთვის ენერგეტიკული ნახშირის მიწოდება სრულად შეაჩერა. უკრაინა პოლონეთიდან და ყაზახეთიდან ენერგეტიკული ნახშირის იმპორტის გაზრდას და აშშ-იდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იმპორტს გეგმავს. 2 ნოემბერს უკრაინის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-იდან ნახშირით დატვირთული 5 გემმა აიღო გეზი უკრაინის ნავსადგურებისკენ.
წყარო: ipress.ge