პოლიტიკა

გერმანია რუსულ გაზსა და ნახშირზე უარს ამბობს

გერმანიას გაზსა და ნახშირის ყიდვა სხვა ქვეყნებში მოუწევს. გადაწყვეტილება რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ ჰაბეკმა გააჟღერა, იუწყება რია ნოვოსტი. „ჩვენ მოგვიწევს გაზის ყიდვა, ისევე როგორც ნახშირი სხვა ქვეყნებში უფრო დიდი მოცულობით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია იმდენად დამოკიდებული ვიყოთ ქვეყანაზე, რომელიც პატივს აღარ სცემს საერთაშორისო კანონს“, – თქვა მან. ჰაბეკმა ასევე დასძინა, რომ Nord Stream 2 გაზსადენის ...

Read More »

ამერიკა და ეგვიპტე კლიმატის სამიტისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტესთან ერთად, ერთობლივი ჯგუფი შექმნა, რათა გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტისთვის მოემზადონ. სამიტი ეგვიპტეში 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება. ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, თქვა, რომ ჯგუფი ფოკუსირებული იქნება გაეროს სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც წითელ ზღვასთან მდებარე შარმ-ელ-შეიხში უნდა გაიმართოს. კერის თქმით, ეგვიპტე, რომელიც ამ სამიტის თამჯდომარე იქნება, უკვე ემზადება მომავალი სამიტისთვის და წინ ამბიციური გეგმები ...

Read More »

ჯო ბაიდენი – ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა აქტიურად იმუშავა გერმანიასთან იმისთვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ შედგეს. „რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება. რუსეთი აგრესიას თუ გააგრძელებს, მას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Read More »

სანქციები რუსულ ენერგოკომპანიებს – რა საფასურის გადახდა მოუწევს მოსკოვს

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმიის შესვლის ბრძანება გასცა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკელებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. აქვე, თეთრი სახლი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ინგლისის ...

Read More »

ირანი ბირთვული შეთანხმების წარმატებისთვის, ამერიკული სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენის მოლაპარაკებები, რომელიც 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით იმართება, წარმატებული ვერ იქნება, თუ შეერთებული შტატები არ იქნება მზად, ირანზე დაკისრებული სანქციები გააუქმოს. „შეერთებულმა შტატებმმა უნდა დაადასტუროს თავისი ნება, რომ ირანს ძირითად საქნციებს მოუხსნის. შეთანხმების მისაღწევად, გარანტიები აუცილებელია“ – განაცხადა იბრაჰიმ რაისმა დოჰაში, ყატარის ამირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 2015 წელს, ...

Read More »

“როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით

ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, “როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. ეს იყო  უდიდესი დღიური ვარდნა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. „როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა და თითქმის 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასი. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: განვიხილავთ ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან

„ამ კვირის განმავლობაში, გვექნება შეხვედრები ელექტროავტომობილების მწარმოებლებთან. ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს და მედიას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. მათ შორის, განვიხილავთ ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან. ეს შეხვედრა ამ კვირაში შედგება ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ელექტრომობილების საქართველოში წარმოება საკმაოდ სასურველი პროექტია, მაგრამ – საკმაოდ რთულიც. „განსაკუთრებით, თავისი კორექტივები ამაში პანდემიამ შეიტანა. სამრეწველო ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის მარეგულირებლები გაზსადენების პროექტების დამტკიცებამდე ემისიების ზემოქმედებას შეაფასებენ

აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებლის განცხადებით, ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობის დამტკიცებამდე სათბური გაზების ემისიები შემოწმდება, რაც, დიდი ალბათობით, საწვავზე ფასის ზრდას გამოიწვევს. აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ (FERC) სათბური აირების ემისიის დროებითი გეგმა წარადგინა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურული პროექტების კლიმატზე ზემოქმედების შეფასება, ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ბუნებრივი აირის აქტის მიხედვით. FERC-მა 1999 წლის შემდეგ პირველად განაახლა გაზსადენებთან დაკავშირებული მითითებები. კომისიის ...

Read More »

ირანს სჭირდება გარანტიები, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები არ გავლენ ბირთვული ხელშეკრულებიდან

ირანის პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოუწოდეს აშშ-სგან და ევროპის სამი ქვეყნისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ ისინი არ დატოვებენ ამჟამად ვენაში განხილვის პროცესში მყოფ ბირთვულ ხელშეკრულებას, – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია 20 თებერვალს. რაისისადმი გაგზავნილ წერილში, პარლამენტარები ამბობენ, რომ აშშ და ხელშეკრულების ხელმომწერი სამი ევროპული ქვეყანა – ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – უნდა გამოვიდნენ გარანტიით, რომ ისინი არ აამუშავებენ მექანიზმს, რომლის ...

Read More »

სენატორი ტედ კრუზი: სენატის მხარდაჭერა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მიმართ მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გააქტიურების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა საუკეთესო რამ არის, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ თეთრი სახლის მიდგომა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ ეფექტური აღმოჩნდა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უპასუხა: არა, თეთრი სახლის მიდგომამ საერთოდ არ იმუშავა. თუ გადავხედავთ, რა სურთ უკრაინელებს, მათ პირდაპირ სთხოვეს შეერთებულ ...

Read More »