პოლიტიკა

“როცა ლაპარაკია 800 მილიონ დოლარზე, ლარში რომ გადავიყვანოთ, ეს 2 მილიარდ ნახევარია”

რას ნიშნავს ქვეყნისთვის კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილება და მის მიერ საქართველოს სახელმწიფოთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, რისი შედეგადაც $ 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ განხორციელდება – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, საქმე შესაძლოა, საერთაშორისო არბიტრაჟშიც გადავიდეს. „ყველამ ვიცით, რომ „ენკა“ ხელშეკრულებიდან გავიდა. ეს პროექტი, განსაკუთრებით, 2 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის თემა იყო. „ენკა“ იყო არა ...

Read More »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის საჭიროა, რომ მას სენატმაც დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები ეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასა და ფუნქციონირებასთანაა კავშირში. 21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ...

Read More »

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები მსოფლიო ძალებთან, რაც აშშ – ის სანქციების მოხსნას გამოიწვევდა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ”ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებებს, რომლის საბოლოო შედეგი სასტიკი სანქციების მოხსნაა, სასარგებლოდ მიიჩნევს. აშშ-ის „მაქსიმალური ჩაგვრის“ პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ჩვენ არაფერი გვინდა გარდა იმისა, რაც კანონიერად ჩვენია. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო წესების განხორციელებას. ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთი კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი ვალუტით სარგებლობას გააგრძელებს. ერდოღანმა თურქეთის 81 პროვინციის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტების კითხვებს „ახალგაზრდებთან შეხვედრის“ პროგრამის ფარგლებში უპასუხა.  ღონისძიების მსვლელობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა პრეზიდენტს კითხვა სწორედ კრიპტოვალუტების შესახებ დაუსვა. ერდოღანმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტები პრივილეგიებს ვერ მიიღებენ და სახელმწიფო საკუთარი ვალუტით სარგებლობას განაგრძობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სამართლიანობისა და ...

Read More »

წლის დასაწყისიდან პირველად, “გაზპრომმა” არ დაჯავშნა დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრე უკრაინის გავლით

“გაზპრომმა” უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრის დაჯავშნაზე ოქტომბრისთვის. კომპანიამ შეიძინა იამალ-ევროპის გაზსადენის არსებული სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ მესამედი. მიმდინარე წლის წინა თვეებში “გაზპრომი” რეგულარულად ჯავშნიდა უკრაინაში დამატებით სატრანზიტო მოცულობებს (დღეში 15 მილიონ კუბურ მეტრამდე). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლისთვის კომპანიას უკვე აქვს უკრაინული სატრანზიტო სიმძლავრეებზე გრძელვადიანი რეზერვაცია 40 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, რაც 109 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს ...

Read More »

ჯო ბაიდენი მსოფლიოს ლიდერებს საწარმოების მიერ მეთანის გამოყოფის შემცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვირტუალური სამიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს 2030 წლისთვის საწარმოებში მეთანის გამოყოფის ამ დროისთვის არსებული ნიშნულის 30 პროცენტით შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გლობალური დათბობის ტემპს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას. მეთანი სითბური აირია, რომლის გამოყოფა, მეცნიერების აზრით, კიდევ უფრო აჩქარებს გლობალური დათბობის ტემპებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კლიმატური კრიზისის ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანს მოუწოდებენ, უპასუხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეკითხვებს აღურიცხავი ბირთვული ობიექტების შესახებ

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს მოუწოდებს, ახსნა-განმარტება გააკეთოს ურანის ნაწილაკების აღმოჩენაზე რამდენიმე აღურიცხავ ობიექტზე, და უერთგულოს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ატომურ პროგრამასთან მიმართებით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კითხვებზე მკაფიო პასუხების არარსებობა, როცა საქმე ეხება ირანის დეკლარაციების სისწორეს და სისრულეს, “სერიოზულ გავლენას ახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გამოვიდეს მშვიდობიანი შინაარსის გარანტიით” ირანის ბირთვული პროგრამის შესახებო – უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ სააგენტოს მმართველი ...

Read More »

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ მხარეები მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისა და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დირექტორ მოჰამად ესლამს შორის შედგა. სააგენტო ირანის ხელისუფლებას ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის სამუშაოების შეფერხებაში ადანაშაულებდა. ირანული მხარის განცხადებით, ისინი დათანხმდნენ შეცვალონ მეხსიერების ბარათები არსებულ ვიდეომონიტორინგის სისტემაში.

Read More »

რუსეთი და ბელორუსი ნავთობისა და გაზის საერთო ბაზრებს შექმნიან

2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება დოკუმენტი რუსეთისა და ბელორუსის ერთიანი გაზის ბაზრის შექმნის შესახებ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ”2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება დოკუმენტი მოკავშირე სახელმწიფოსთან ბუნებრივი აირის ერთიანი ბაზრის შექმნის თაობაზე” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ბელორუსიელ კოლეგასთან –  ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ. გარდა ამისა, მისივე სიტყვებით, იგეგმება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანების შესახებ შეთანხმების გაფორმებაც, ასევე ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი უკმაყოფილოა საერთაშორისო ატომური სააგენტოს ანგარიშით

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დასავლეთს აფრთხილებს თეირანის მიმართ საყვედურის გამოთქმის გამო. „ირანისგან კონსტრუქციული რეაგირების მოლოდინი აზრს მოკლებული იქნება საერთაშორისო ატომური სააგენტოს მხრიდან კონტრპროდუქტიული მიდგომის ფონზე. კონტრპროდუქციული ზომები მოლაპარაკების გზაზე ბუნებრივი დაბრკოლებაა“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას. საერთაშორისო ატომური სააგენტოს მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. კერძოდ, ძველ, არადეკლარირებულ ობიექტებზე აღმოჩენილ ურანის ...

Read More »