თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი ვალუტით სარგებლობას გააგრძელებს.
ერდოღანმა თურქეთის 81 პროვინციის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტების კითხვებს „ახალგაზრდებთან შეხვედრის“ პროგრამის ფარგლებში უპასუხა. ღონისძიების მსვლელობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა პრეზიდენტს კითხვა სწორედ კრიპტოვალუტების შესახებ დაუსვა.
ერდოღანმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტები პრივილეგიებს ვერ მიიღებენ და სახელმწიფო საკუთარი ვალუტით სარგებლობას განაგრძობს.