პოლიტიკა

ემბარგო რუსულ ნავთობზე – ომის შეჩერების მოლოდინში?

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი ...

Read More »

მაკრონი: ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 92%-ით შეამცირებს. ამის შესახებ Ouest-France წერს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ემბარგო შესაძლოა, რუსულ გაზსაც შეეხოს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი იმუშავებს უკრაინული მარცვლეულის მიწოდების განბლოკვაზე. მან ასევე დაადასტურა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი რუს ოლიგარქებზეც გავრცელდება, რუსული ”სბერბანკი” კი SWIFT-დან გაითიშება. ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის ...

Read More »

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში

2022 წლის 2 ივნისს, WEG-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. პუბლიკაცია მიმოიხილავს შემდეგი საკითხებს: რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე. კვლევის მიხედვით  მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

შვედეთი ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას კრძალავს

შვედეთის პარლამენტმა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების აკრძალვისა და ალუმინის მოპოვების წესების გამკაცრებაზე მთავრობის წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ დაწესებულების ვებგვერდზეა ნათქვამი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობის, ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ქვეყანა ნებართვებს აღარ გასცემს. ეს ცვლილებები გარემოსდაცვით კოდექსში 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

Read More »

ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ბატარეებისა და აკუმულატორების, საბურავებისა და ელექტრომოწყობილობების მწარმოებლებისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება. მწარმოებლები, რომლებიც ელექტრონულ რეესტრში არ იქნებიან დარეგისტრორებული ბაზარზე პროდუქციის განთავსებას ვეღარ შეძლებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 1-ელი ივნისიდან, მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი  შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ  მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ ...

Read More »

უკრაინაში რუსული “ტატნეფტის” ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღეს

უკრაინაში სასამართლომ რუსული ნავთობკომპანია “ტატნეფტის” მიერ დაფუძნებული კომპანიების მოძრავი და უძრავი ქონება, ანგარიშები და კორპორატიული უფლებები დააყადაღა. ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ტატნეფტი” აწვდის ნავთობპროდუქტებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების საჭიროებებისთვის. “ამჟამად დაკავებულია უძრავი ქონების 115 ობიექტი: ნავთობის საწყობები, ბენზინგასამართი სადგურები, არასაცხოვრებელი შენობები, მიწის ნაკვეთები, საწვავის 118 მანქანა და მსუბუქი ავტომობილი”, ...

Read More »

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ძნელად შესამჩნევია ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტში მუდმივი შემოსავლების გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მორავეცკის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ეფექტი შესამჩნევია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებში – ისინი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გარდა ამისა, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას და მთლიანად არის ...

Read More »

ანდრეი ერმაკი: ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე სადაზღვევო აკრძალვას დააწესებს. „Wall Street Journal-ის მონაცემების მიხედვით, ეს იქნება სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. აღნიშნიული აკრძალვა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკის ხელთაა რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ახლა რუსეთს გაუჭირდება თავისი ნავთობის აზიაში მიყიდვა, რადგან ევროპული კომპანიები მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ“, – წერს ...

Read More »

შარლ მიშელი: უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ვთხოვეთ კომისიას, იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, დავადასტურეთ, რომ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები

უნდა მოვემზადოთ ენერგიის მიწოდების სავარაუდო შეფერხებისთვის, ჩვენ ვთხოვეთ კომისიას იმუშაოს ელექტროენერგიის ოპტიმიზაციაზე, ამ დებატებზე ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით, როგორც ევროპელები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, სამიტზე ენერგეტიკის მიმართულებით ოთხი ძირითადი მიმართულება განიხილეს. „ენერგეტიკის საკითხზე საუბარისას ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია, რესურსების ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის იმპორტი ევროკავშირში

ჩვენ შევთანხმდებით და ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის ევროკავშირში იმპორტი წლის ბოლომდე. წლის ბოლოს ჩვენ ვიყიდით 90%-ით ნაკლებ რუსულ ნავთობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მისაღებად გონივრული გამოსავალი იპოვეს და საბოოლოოდ ლიდერებმა საკითხის გადაჭრა შეძლეს. ...

Read More »