ინფრასტრუქტურა

თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ დაზიანებული რედუცირებისა და ფილტრაციის კვანძები შეიცვალა ახლით და ძველი, ამორტიზებული ონკანის ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში უკვე ...

Read More »

კახოვკას ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმი შესაძლოა 10-15 წელი უწყლოდ დარჩეს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ თუ რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰესს ააფეთქებენ, ყირიმი მინიმუმ 10-15 წელი, წყალმომარაგების გარეშე დარჩება. “მოგვიწევს ლოდინი და ვნახოთ, მაგრამ თუ აფეთქებენ, მაშინ ყირიმში წყალმომარაგება გაქრება 10 ან 15 წლით და შესაძლოა სამუდამოდ. მაშინ ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდებათ ყირიმი, თუ უწყლოდ დატოვებას აპირებენ”, – ამბობს დანილოვი

Read More »

დნიპროზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ელექტროსადგურსა და ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია.

Read More »

ნიკოლოზ ხატიაშვილი: ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგომომარაგების გზების ელაბორაცია – საუკეთესო გზა საქართველოზე გადის

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგომომარაგების გზების ელაბორაცია, შექმნა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. „შესაბამისად, საუკეთესო გზა – ყველაზე ახლო, ყველაზე რენტაბელური და გეოგრაფიულად მისაღები, რა თქმა უნდა საქართველოზე გადის. აქ იგულისხმება ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროკავშირის მიმართულებით, თუმცა ...

Read More »

გალუშენკო: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ყველაზე ეფექტური სისტემა სჭირდება

უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის ყველაზე ეფექტური სისტემა, რათა შეამციროს იმ რუსული რაკეტების რაოდენობა, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ურტყამენ, – აცხადებს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი. გერმან გალუშენკო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას რუსეთის ინტენსიურ საჰაერო დარტყმებთან უწევს გამკლავება. „ომის დაწყებისას, ჩვენ მივმართეთ ნატოს, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია, უკრაინას ცის დახურვაში დაეხმაროს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ გვჭირდება ყველაზე ეფექტური საჰაერო თავდაცვა. ჩვენ აღვადგენთ ენერგეტიკულ ობიექტებს, მაგრამ ამ წუთებში, დარტყმების ...

Read More »

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი

შვიდი უძლიერესი ინდუსტრიული სახელმწიფო გმობს რუსეთის მიერ ზაპოროჟოეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ობიექტზე სრული კონტროლი უკრაინას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ZNPP-ის [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის] ხელმძღვანელობისა და პერსონალის განმეორებით გატაცებას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყონებლივ დაუბრუნოს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი კანონიერ, სრულუფლებიან მფლობელს, უკრაინას“, – აღნიშნულია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები არიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი ...

Read More »

ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო, ოკუპირებული ქალაქი ენერგოდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ენერგოდარი, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, – ამის შესახებ, ქალაქის ადმინისტრაცია აცხადებს. ოკუპანტების მიერ მუდმივმა დაბომბვამ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ელექტროქსელები განადგურდა. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რუსეთის თავდასხმების სამიზნეა. განსაკუთრებით გააქტიურდა საბრძოლო მოქმედებები ხერსონის ოლქში.

Read More »

რუსეთის მტკიცებით, უკრაინელებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, სადგურს 19-დან 3 რაკეტა მოხვდა. მარიონეტული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ობიექტს კრიტიკული ზიანი არ მიადგა და სადგური მუშაობას განაგრძობს. აქამდე, გასულ დღეებში უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ...

Read More »

მილიონ უკრაინელზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, რუსების მიერ სამოქალაქო ინფრასტრიქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, დაახლოებით, ერთ მილიონ უკრაინელზე მეტს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშე კიევის ზოგიერთი ნაწილიც დარჩა, და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აღდგენას “რამდენიმე დღე ან კვირა” დაჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის კიდე ერთი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კრემლის მცდელობას ლტოლვილთა კიდევ ერთი ტალღის შექმნა წარმოადგენს, რომელბიც ევროპისკენ გაეშურებიან. თავის მხრივ, კრემლში ...

Read More »

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აცხადებს, რომ ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მის სერვერზე

სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე, იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს.ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, ...

Read More »