უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის ყველაზე ეფექტური სისტემა, რათა შეამციროს იმ რუსული რაკეტების რაოდენობა, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ურტყამენ, – აცხადებს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი.
გერმან გალუშენკო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას რუსეთის ინტენსიურ საჰაერო დარტყმებთან უწევს გამკლავება.
„ომის დაწყებისას, ჩვენ მივმართეთ ნატოს, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია, უკრაინას ცის დახურვაში დაეხმაროს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ გვჭირდება ყველაზე ეფექტური საჰაერო თავდაცვა. ჩვენ აღვადგენთ ენერგეტიკულ ობიექტებს, მაგრამ ამ წუთებში, დარტყმების ინტენსივობა ისეთია, რომ ზარალი არ არის აღდგენითი სამუშაოების შესაბამისი“, – განაცხადა მინისტრმა.