დნიპროზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ელექტროსადგურსა და ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია.

Leave a Reply