„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი

შვიდი უძლიერესი ინდუსტრიული სახელმწიფო გმობს რუსეთის მიერ ზაპოროჟოეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ობიექტზე სრული კონტროლი უკრაინას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ZNPP-ის [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის] ხელმძღვანელობისა და პერსონალის განმეორებით გატაცებას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყონებლივ დაუბრუნოს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი კანონიერ, სრულუფლებიან მფლობელს, უკრაინას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები არიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

რუსულმა ძალებმა ევროპაში უდიდესი ატომური სადგური მარტის დასაწყისში აიღეს

Leave a Reply