ინფრასტრუქტურა

„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

Read More »

“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს”

ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია შეიძლება სრულყოფილი არ იყო. ამაზე პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა განცხადება, როდესაც მინისტრებს ეთხოვათ, რომ უშუალოდ თვითონ ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდათ გადაწყვეტილებების მიღება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის რეჟიმში მუდმივად იყვნენ. „ესენი არიან როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. კომუნიკაცია არსებობდა, მათ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: ,,ჩვენ ემიგრანტები გვაფინანსებენ”

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ვარლამ გოლეთიანის აცხადებს, რომ გეგმები უცვლელია და იგეგმება გარკვეული შენობების პიკეტირება. “ვაპირებთ მოვაწყოთ მსვლელობა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ამას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სად გადავაადგილდებით და რას გადავკეტავთ, მთავარია, რომ კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯი ხელისუფლების, რაც იდგმევა უკვე 209 დღეა ჩვენი მისამართით, თუ გაგრძელდება იგივე ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ სამართლიანი და არგუმენტირებულია, ...

Read More »

ბუღაძე ნამახვანზე: კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის

“დიდი პატივისცემით ნამახვანჰესის პროტესტის უშუალო ლიდერების მიმართ – სრულიად მესმის და ვაფასებ მათ სულისკვეთებას, მაგრამ ვფიქრობ კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის – მთელმა ამ შავრაზმულ-პუტინისტურმა შანტრაპამ, კრებით-კონკრეტული ვასაძე-ისაკაძე-კორკოტების სახით, ბუნებრივად ვერ უნდა იგრძნონ თავი ჯანსაღი პროტესტის პროცესში”, – მწერალი ლაშა ბუღაძე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს. “არა მგონია, სწორი იყოს იმის თქმა, რომ ვისაც უნდა, პროტესტს უნდა ...

Read More »

“რატომ ვისმენთ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს იმ ადამიანებისგან, ვინც იცის, რა დადებითი მხარეები აქვს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას”

სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ექსპერტი ხელახლა ატარებს პროცესის მონიტორინგს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა. მისი თქმით, დაიწყო მედიაცია ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის მიერ. „ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ქუჩაში, რატომ ვისმენთ ჩვენ კვლავ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს ქუჩიდან „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ზუსტი ინფორმაცია ...

Read More »
წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

“ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმირებისთვის. მან ამ საკითხზე საუბრის დროს თქვა, რომ “ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანების გადმონაშთია”. “ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა… ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს დიალოგი… კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს… ულტიმატუმებით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი ...

Read More »

კახა კუჭავა: ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა დაგვიანებულმა რეაგირებამ და კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია

ნამახვანჰესის გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია დაგვიანებულმა რეაგირებამ. აშკარად იგრძნობოდა კომუნიკაციის ნაკლებობა, თუმცა ჩვენ გვახსოვს, ღარიბაშვილმა გაპრემიერების შემდეგ პირველი დავალება გასცა, რომ შემდგარიყო კომუნიკაცია და შედგა კიდეც. ამან მოიტანა ის შედეგი, რომ წითელ ხაზებზე და ულტიმატუმის ენით აღარავინ საუბრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. „საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის, რომელზეც აუცილებელია დეტალური მსჯელობა. აუცილებელია მეტი ...

Read More »
ხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ

“ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა”

თბილისის მერი კახა კალაძე ნამახვანჰესისი საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და მისი თქმით ქვეყანაში, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. “ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქვა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებზე ზეწოლა ხორციელდება

„ქრონიკა“ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივებს ესაუბრა და გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი სულაც არ ფიქრობს ისე, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ხშირია ბულინგის შემთხვევები. „ქრონიკასთან“ საუბრისას, მოქალაქეების ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით, სახის გამოჩენა არ ისურვა. ადგილობრივებს ნამახვანჰესის აშენება სურთ. მას შემდეგ კი, რაც ეს პოზიცია ხმამაღლა გამოხატეს, აგრესიის და ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ. ნამოხვანის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ჰესის აშენება მათ საცხოვრებელ ...

Read More »

“ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ”

„ჩვენი გეგმაა, მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, მსვლელობები მოვაწყოთ და სხვადასხვა ადგილის პიკეტირება დავიწყოთ. კონკრეტულად, საით დავიძვრებით, როგორ და რას გადავკეტავთ, ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. მთავრია, რომ დავიძვრებით“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი უკვე ამოწურულია. „კომპანია „ენკა“ და მისი წარმომადგენლობა არ არიან ჩვენი კითხვების ადრესატები. ჩვენ კითხვები გვაქვს, მათ შორის, ხელისუფლებასთან. ამ ...

Read More »