ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ვარლამ გოლეთიანის აცხადებს, რომ გეგმები უცვლელია და იგეგმება გარკვეული შენობების პიკეტირება.
“ვაპირებთ მოვაწყოთ მსვლელობა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ამას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სად გადავაადგილდებით და რას გადავკეტავთ, მთავარია, რომ კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯი ხელისუფლების, რაც იდგმევა უკვე 209 დღეა ჩვენი მისამართით, თუ გაგრძელდება იგივე ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ სამართლიანი და არგუმენტირებულია, ამიტომ გაგრძელდება ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ”, – განაცხადა გოლეთიანმა.
რაც შეეხება დაფინანსებას, “რიონის ხეობის მცველის” თქმით, მათ ემიგრანტები აფინანსებენ :
“ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ არ მოგვისმინა ვიღაცამ და წავედით, დავიშალეთ…. არ ვიცი, დაგვარბევენ თუ დააკავებენ ვინმეს… ნუ პროვოცირებენ ერთმანეთთან ამ დაპირისპირებას.
დიდი მხარდაჭერაა ემიგრაციისგან და ეს ყველამ იცის,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა “კურიერთან” საუბრისას.