ინფრასტრუქტურა

“რუსი ოკუპანტები, დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს თავს დაესხნენ”

რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქში, თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “მღელვარე ღამე იყო კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, – აცხადებს რეზნიჩენკო.

Read More »

რუსეთში, ბელგოროდში ელექტრო ქვესადგურს ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, 19 ოქტომბერს ხანძარი იუჟნაიას ელექტრო ქვესადგურში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხი “Белгородский осведомиель” ავრცელებს. ქალაქში ნაწილობრივ შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. არხმა ხანძრის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ქალაქში “ტრანსფორმატორი გამორთული იყო იუჟნაიას ქვესადგურზე გადაჭარბებული ძაბვის გამო”. მისი თქმით, ელექტროენერგიის გარეშე ორი ქუჩა დარჩა. ბოლო დღეებში ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის რეგიონში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 13 ოქტომბერს ...

Read More »

ოკუპანტებმა ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა “ტელეგრამში” დაწერა. “დღეს ჩვენი რეგიონი ისევ გახდა სარაკეტო იერიშების სამიზნე. ბომბი მოხვდა ბურშტინის თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან”, – განაცხადა მან. ონიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ამჟამად, ბურშტინის თბოელექტროსადგურთან გზა გადაკეტილია, ...

Read More »

Nord Stream 1 და 2 მილსადენების საბოტაჟისთვის გამოკვლეული ოთხი მილიდან სამი 50 მეტრის სიგრძით იყო გახეთქილი (ფოტო)

რუსეთიდან გერმანიამდე გადაჭიმული Nord Stream 1 და 2 მილსადენების საბოტაჟისთვის გამოკვლეული ოთხი მილიდან სამი 50 მეტრის სიგრძით იყო გახეთქილი, – იუწყება შვედური გამოცემა “Expressen”. მისი ცნობით, დანიის მსგავსად შვედეთიც მიიჩნევს, რომ მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი აფეთქებებია. აფეთქება კი დივერსიულ აქტად განიხილება. საბოტაჟზე საუბრობს რუსეთის, თუმცა იგი მილსადენების დაზიანებაში აშშ–ისა და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს. “Expressen” აქვეყნებს Nord Stream 1 და 2 მილსადენებში გაჟონვის ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ელექტროსადგურებსა და სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმა ტერორისტული აქტი და სამხედრო დანაშაულია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმა ტერორისტული აქტია და სამხედრო დანაშაულს უტოლდება. „გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ“, ...

Read More »

დაბომბვის გამო მიკოლაევში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსული ძალები მიკოლაივის ოლქს წუხელ „კამიაძე-დრონებით” დაესხნენ თავს. ამასთან, ქალაქი მიკოლაივი და ოლქი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქი და ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ სიტუაციის მოგვარების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 10.85%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 27 505,2 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 5,1%-ითაა გაზრდილი. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში APA-Economics-ს განუცხადეს, რომ ნავთობის 78,9% ტრანსპორტირება მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 21,688.4 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა (ზრდა 10.85%-ით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). გავრცელებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში BTC-ით ასევე გადაიზიდა 3,580.3 ათასი ...

Read More »

დანიის პოლიციის დასკვნით, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ის მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი წყალქვეშა აფეთქებებია

დანიის პოლიციის დასკვნით, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ის მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი აფეთქებებია. „გამოძიებამ დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“- ზე დაზიანებები გამოწვეული იყო ძლიერი აფეთქებით“, – განაცხადეს კოპენჰაგენის პოლციაში. დანიის პოლიციამ გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. როგორც მედია იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ მილსადენის დაზიანებამდე ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები მოხდა. დანიის გამოძიების დასკვნა ფაქტობრივად შვედეთის პროკურების დასკვნის ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია

რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. „რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ, ...

Read More »

“ენერგოატომი”: “რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს”

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “ენერგოატომი” ავრცელებს. მისი ცნობით, რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სადგურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკი. სად იმყოფებიან გატაცებულები ამ დროისთვის უცნობია. გუშინ ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.

Read More »