რუსული ძალები მიკოლაივის ოლქს წუხელ „კამიაძე-დრონებით” დაესხნენ თავს. ამასთან, ქალაქი მიკოლაივი და ოლქი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქი და ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამასთან, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ სიტუაციის მოგვარების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.