Nord Stream 1 და 2 მილსადენების საბოტაჟისთვის გამოკვლეული ოთხი მილიდან სამი 50 მეტრის სიგრძით იყო გახეთქილი (ფოტო)

რუსეთიდან გერმანიამდე გადაჭიმული Nord Stream 1 და 2 მილსადენების საბოტაჟისთვის გამოკვლეული ოთხი მილიდან სამი 50 მეტრის სიგრძით იყო გახეთქილი, – იუწყება შვედური გამოცემა “Expressen”.

მისი ცნობით, დანიის მსგავსად შვედეთიც მიიჩნევს, რომ მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი აფეთქებებია. აფეთქება კი დივერსიულ აქტად განიხილება. საბოტაჟზე საუბრობს რუსეთის, თუმცა იგი მილსადენების დაზიანებაში აშშ–ისა და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს.

“Expressen” აქვეყნებს Nord Stream 1 და 2 მილსადენებში გაჟონვის შემდეგ ბალტიის ზღვის ქვეშ ჩატარებული პირველი კვლევის სურათებს:

Leave a Reply