რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქში, თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“მღელვარე ღამე იყო კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, – აცხადებს რეზნიჩენკო.