საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინტერკონექციის გასაძლიერებლად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ერთჯაჭვიანი 330 კვ. ეგხ „გარდაბანის“ გაორჯაჭვიანება, რაც უზრუნველყოფს ორჯერ მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიმოცვლას. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“ მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება სსე-ის კუთვნილი ქვესადგურის „გარდაბანი-500“ სრული რეკონსტრუქცია. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტი ...
Read More »