ატომური ენერგიის სააგენტო ჩერნობილის სადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

„უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია;

დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Leave a Reply