ინფრასტრუქტურა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა უკრაინული ერთიანი სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა. საუბარია გაზსადენებზე, ელეტროსადგურებზე, ხიდებსა და სხვა ობიექტებზე. მინისტრის მოადგილის ცნობით, სულ უკრაინაში რუსეთის დარტყმების შედეგად 35 ათასზე მეტი ობიექტია დანგრეული. მისი ცნობით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის ...

Read More »
დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული პროექტია – დავით მირცხულავა

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული იდეაა, ის საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს და ამ პროექტით ჩვენი ელექტროენერგეტიკა ევროპის ენერგეტიკის ბაზარზე პირველად შევა. განცხადება დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში გააკეთა. „დაწერეს, რომ ეს პროექტი თითქოს სხვა ქვეყანაში დაიწყო. ის არის სუფთა ქართული იდეა, საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს. წინა ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

პრემიერი: “შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას”

“შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას”, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ გასულ წელს ბრიუსელში წარვადგინეთ შავი ზღვის კაბელის პროექტი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, რომელიც ასევე სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ...

Read More »

როგორ დაიწყო და რა ეტაპები გაიარა შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტმა – „ომის ფაქტორმა პროცესები დააჩქარა“

შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტის იდეა, ჯერ კიდევ 2017 წელს „გროს ენერჯი გრუპის“ გაუჩნდა. თუმცა, როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მაშინ ევროპის მხრიდან ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, რადგან მათ ენერგორესურსების მიღება სხვა, ალტერნატიული წყაროებიდანაც შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, ირაკლი ტყებუჩავას თქმით, პროექტზე მუშაობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და უკვე მას შემდეგ, რაც უკრაინის ომმა, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე ...

Read More »

ჩინეთში მსოფლიოს მეორე უდიდესი ჰესის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთში მეორე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მდინარე იანძზე რიგით მეექვსე ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავების ბოლო ერთეული უკვე მიუერთდა გადამცემ ქსელს. ბაიჰეტანის ჰიდროელექტროსადგური თექვსმეტ 1-გიგავატიან ტურბინას მოიცავს, რაც მას არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოში მეორე უდიდეს გენერატორად აქცევს. ელექტროსადგური წლიურად 62.44 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 90.45 მილიონი ტონა ქვანახშირის დაზოგვას და ნახშირბადის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელს 248.4 მილიონი ტონით ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასში“ ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეტჩერო, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით. ელექტროენერგია მიეწოდება თბილისის 700,000-მდე მომხმარებელს. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეტჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს ...

Read More »

მოსკოვი: წინსვლა მიღწეულია ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თაობაზე

რუსეთი იტყობინება, რომ მოსკოვში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ვიზიტის დროს მიღწეულია წინსვლა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის საკითხზე. გერმანიის რადიოს ცნობით, რომელიც ეყრდნობა რუსეთის ატომური უწყების, “როსატომის” ინფორმაციას, ორივე მხარე მიემხრო ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, შეიქნას უსაფრთხოების ზონა ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო. სააგენტოს ხელმძღვანელის, გროსის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს მცდელობას, განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთის არმიის მიერ დაკავებული და მიმდინარე ომში სამიზნედ ...

Read More »

ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა

ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა. რეკონსტრუქციის პროექტი 4 თვის წინ დაიწყო და Ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს ელექტროსისტემას ახალი ჰიდროაგრეგატი მიუერთდა. ვარციხე ჰესზე განახლებული აგრეგატები საშუალოდ 30-32 ათასი საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ჰესის ჯამურ დადგმულ სიმძლავრეზე.

Read More »

რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის შედეგად ჩერნიჰივს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჯერ კიდევ მარტში რუსეთის განუწყვეტელი დაბომბვის გამო ჩერნიჰივის რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ადგილობრივი ელექტრიკოსები რამდენიმე წუთით მაინც თუ ახერხებენ მის ჩართვას. ელექტრიკოსებს მაქსიმსა და ანატოლის მუშაობა ჩერნიჰივის ცხრათვიანი ბლოკადის დროსაც მოუწიათ. ისინი ახლაც, 9 თვის შემდეგაც, დაბომბვის შედეგებთან ცდილობენ გამკლავებას. “ახალ კაბელებთან ერთად ძველებიც გვაქვს. ვცდილობთ ხაზის აღდგენას, რადგან ის სერიოზულად არის დაზიანებული. ელექტროენერგია არ არის პროდუქტი, რომელსაც ჩანთაში ჩადებ და სახლში წაიღებ. ის იმდენი იწარმოება, რამდენსაც მოსახლეობა მოიხმარს.  ახლა კი, სამწუხაროდ, აი, ამ პირობებში ...

Read More »

მაროკოში, ერთ-ერთ პორტთან, გაზის საცავში აფეთქება მოხდა

მაროკოს სანაპიროზე გაზის შესანახ საცავში აფეთქება მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას arabnews ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორცილდა. მათი ცნობით, კასაბლანკას ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარე ატლანტიკური პორტი მოჰამედიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MAP-ის ცნობით, ხანძრის შედეგად ხუთი ტანკი განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

Read More »