ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

პრემიერი: “შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას”

“შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას”, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ გასულ წელს ბრიუსელში წარვადგინეთ შავი ზღვის კაბელის პროექტი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, რომელიც ასევე სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა. ამის შემდეგ, რუმინეთთან ერთად ახალ ეტაპზე გადავედით – რუმინეთთან ერთად დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს შემოუერთდა აზერბაიჯანი, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა და ასევე ამ პროექტს შემოუერთდა უნგრეთი. ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი, რომელსაც ყველა ერთად განვახორციელებთ. ის კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Leave a Reply