დავით მირცხულავა: გაზპრომთან მიმართებაში პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული პროექტია – დავით მირცხულავა

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული იდეაა, ის საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს და ამ პროექტით ჩვენი ელექტროენერგეტიკა ევროპის ენერგეტიკის ბაზარზე პირველად შევა. განცხადება დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში გააკეთა.

„დაწერეს, რომ ეს პროექტი თითქოს სხვა ქვეყანაში დაიწყო. ის არის სუფთა ქართული იდეა, საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს. წინა საპროექტო კვლევები 4-5 წლის წინ ჩატარდა და ამის შემდეგ მოხდა ევროპის, ევროკომიის და მეზობელი ქვეყნების დაინტერესება“, – განაცხადა დავით მირცხულავამ.

დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ქვეყანას ასათვისებელი აქვს დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის და დაახლოებით 600 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე.

დავით მირცხულავას თქმით, პროექტს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის, სადაც უზარმაზარი განახლებადი ენერგიის რესურსებია კასპიის ზღვასა და ხმელეთზე.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply