ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა. რეკონსტრუქციის პროექტი 4 თვის წინ დაიწყო და Ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს ელექტროსისტემას ახალი ჰიდროაგრეგატი მიუერთდა.
ვარციხე ჰესზე განახლებული აგრეგატები საშუალოდ 30-32 ათასი საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ჰესის ჯამურ დადგმულ სიმძლავრეზე.