ინფრასტრუქტურა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს

საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინტერკონექციის გასაძლიერებლად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ერთჯაჭვიანი 330 კვ. ეგხ „გარდაბანის“ გაორჯაჭვიანება, რაც უზრუნველყოფს ორჯერ მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიმოცვლას. ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“ მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება სსე-ის კუთვნილი ქვესადგურის „გარდაბანი-500“ სრული რეკონსტრუქცია. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტი ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება განახლდა

უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და განაახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „უკრენერგოს“ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ქალაქ სლავუტიჩზე.  

Read More »

ჩერნობილში ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა, თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ

რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრო ქსელს ტექნიკოსები არემონტებენ. ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა. თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ. ეს მიუთითებს ქსელის დაზიანებაზე სხვაგან. „სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება, მიუხედავად ატომური ელექტროსადგურის მიღმა არსებული ვითარებისა“, – განაცხადა გროსიმ.

Read More »

ავიაიერიშის შედეგად კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობბაზა იწვის

ვა­სილ­კოვ­ში ავი­ა­ი­ე­რი­შის შე­დე­გად ნავ­თო­ბ­ბა­ზას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი­ე­ვის სა­ოლ­ქო სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ალექ­სეი კუ­ლე­ბამ „ტე­ლეგ­რამ­ში“ გა­ავ­რცე­ლა. კი­ე­ვის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მტერ­მა მი­ი­ტა­ნა მძლავ­რი ავი­ა­ი­ე­რი­ში ქა­ლაქ ვა­სილ­კოვ­ზე, შე­დე­გად ჩა­მო­აგ­დო სულ მცი­რე 6 რა­კე­ტა აე­როდ­რო­მის რა­ი­ონ­ში. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტდე­ბა.

Read More »

„ისინი აგრძელებენ მუშაობას იარაღის ლულის ქვეშ“ – რა მდგომარეობაა ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინული კომპანიის ცნობით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განიხილავენ გეგმებს, რომ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია ყირიმში და დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე მიმართონ. რუსი დამპყრობლების გეგმებთან დაკავშირებით ​Energoatom-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრო კოტინი საუბრობს. იგი ჰყვება, რას ითხოვენ რუსული ძალები თანამშრომლებისგან. პეტრო კოტინის თქმით, ამ დროისთვის რუსებს ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგური როსტოვის საკუთრებად აქვთ გამოცხადებული და მათი მიზანია, რომ ყველა ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაიგდონ. „დღეის ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტო ჩერნობილის სადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Read More »

რას ნიშნავს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის გათიშვა

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და ჩერნობილის აკრძალული ზონის სხვა ობიექტები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსი სამხედროები მწყობრიდან გამოსულ ბირთვულ ობიექტს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში დაესხნენ თავს, მძიმე ბრძოლის შემდეგ აიღეს და დაატყვევეს სადგურის დაახლოებით 210 თანამშრომელი. ახლა, როდესაც სადგური მთლიანად გათიშულია ელექტროსისტემიდან, სადგურის გაციების ავზში არსებული დაახლოებით 20 000 ერთეული გახარჯული ბირთვული საწვავი გაგრილებას ვეღარ მიიღებს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ამან შეიძლება გაზარდოს ...

Read More »

უკრაინის სამხედრო დაზვერვა – ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რაზეც „პასუხისმგებლობა უკრაინას დაეკისრება“

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რაზეც „პასუხისმგებლობა უკრაინას დაეკისრება“. „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, დამპყრობლები ცდილობენ, შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის დასადასტურებლად. კერძოდ, ჰოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, შენიშნეს რუსული რეფრიჟერატორი სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს აგროვებდნენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ აგროვებენ ჩერნობილის ზონაში „ლიკვიდირებული დივერსანტებისთვის“, ...

Read More »

რუსებმა კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები განიხილავენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს მიაწოდონ. როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა განაახლა სარემონტო სამუშაოები 1-ელ ბლოკზე, მაგრამ რუსული ჯარების მიერ ატომური ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ამჟამად ადგილზე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა მიწოდებისა და პერსონალის მიყვანა შეუძლებელია. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ...

Read More »

რაში სჭირდება რუსეთს ჩერნობილზე კონტროლი

ცოტა რამ არის ისეთი საყურადღებო, როგორიც ეს ჩერნობილია — 1986 წლის მომაკვდინებელი ბირთვული კატასტროფის ადგილი. შესაბამისად, შეშფოთება გამოიწვია რუსეთის მიერ ჩერნობილზე შეტევამაც. ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ჩერნობილი რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხი შესაძლოა მხოლოდ მოსკოვის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის დედაქალაქის — კიევისკენ მიმავალი ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირი გზაა. “ეს ლოკაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ სად ...

Read More »