ინფრასტრუქტურა

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული საბურღი პლატფორმები დაბომბეს

კრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “Черноморнефтегаз-ის” საბურღი პლატფორმები დაბომბეს, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ამის შესახებ 20 ივნისს ე.წ “ყირიმის ხელმძღვანელმა” სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე განაცხადა. “დღეს დაახლოებით დილის რვა საათზე… “Черноморнефтегаз-ის” საბურღი პლატფორმები დაბომბეს”, – აღნიშნა აქსიონოვმა. მისი თქმით, ბაქანზე მყოფი 12 ადამიანიდან 5 გადაარჩინეს, სამი დაშავებულია, დანარჩენების ძებნა კი გრძელდება. ინფორმაცია Telegram-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ დაადასტურა. “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ‘ბოიკოს კოშკები’ ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც დნიპროპეტროვსკის რეგიონზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, ჩააქრეს. რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რენიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტებმა ქალაქ ნოვომოსკოვსკის მახლობლად, ნავთობის საცავი გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, 18 ივნისს, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ორი რუსული რაკეტა ჩავარდა კრივი რიჰში და კიდევ სამი – ნოვომოსკოვსკის ოლქში. ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

Read More »

რუსეთის მაღაროში მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა

კუზბასში მდებარე რუსული ქვანახშირის მაღარო “რასპადსკაია” , სატელიტური მონიტორინგის თანახმად, იანვარში საათში დაახლოებით 90 ტონა მეთანს გამოტყორცნიდა. Guardian-ის თანახმად ეს არის მეთანის ყველაზე დიდი, დაფიქსირებული გაჟონვა. კანადური კომპანია GHGSat-ის თანახმად, რომელიც 2016 წლიდან ეწევა სათბურის გაზების ემისიების სატელიტურ მონიტორინგს, რომ 2022 წლის იანვარში “რასპადსკაიადან” საათში 658-დან 17 994 კილოგრამამდე ზომის 13 მეთანის ვუალი მოჩანდა. კომპანიამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევა მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევა 18 თვეში დასრულდება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველადი ანგარიშის და კვლევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ხელშეკრულება, რომელიც კომპანია CESI-სთან საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გაფორმდა, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს. კვლევის მეშვეობით დადგინდება ...

Read More »

მორიგი ხანძარი რუსეთში, უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლი ამჯერად “გაზპრომის” ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოს გაუჩნდა

მორიგი ხანძარი რუსეთში – უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარი 15 ივნისს ღამით, გაზპრომის “დობიჩა ურენგოს” უბანზე მეშვიდე და მერვე საბადოებს შორის 1,4 მეტრი დიამეტრის მილის დაზიანების გამო მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში

2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს

ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) აქვს გაფართოების ყველა ტექნიკური შესაძლებლობა. ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline-ის (TAP) მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა. მან დასძინა, რომ TAP-ის ინფრასტრუქტურა მზადაა ენერგოეფექტურობისთვის და მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. „TAP-ის წყალობით შესაძლებელი გახდა ბაზარზე ლიკვიდურობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა უპრეცედენტო ვითარების ფონზე, ენერგიაზე მაღალი ფასებით. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის მთავრობას ტრანზიტის გაზრდის გეგმებში აქტიური მონაწილეობისთვის. ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მიწოდების გაფართოება ...

Read More »

ჩერნობილში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამოქმედდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამუშავდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება. აღინიშნება, რომ უკრაინამ, IAEA-ს ტექნიკური მხარდაჭერით, 100 დღის წინ ომის დაწყების დროს დაკარგული სასიცოცხლო საინფორმაციო კავშირის აღდგენა შეძლო. ამჟამად, ათობით რადიაციულმა დეტექტორმა მონაცემების გადმოცემა კვლავ დაიწყო. რადიაციული მონიტორინგის ქსელმა ფუნქციონირება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჩერნობილის ზონა დაიკავეს და იქ ...

Read More »

გაერო ზაპორიჟიაში ბირთვულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

გაეროს სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბირთვულ საკითხებზე, უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაში ექსპერტთა საერთაშორისო მისია გაგზავნას გეგმავს. ევროპის უმსხვილესი ქარხნის ადგილობრივი პერსონალი რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშაა. შესაბამისად, მონაცემები ბირთვული მასალების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათანადოდ არ მიეწოდება. “უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ გვაცნობა, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ  მონაცემებს ბირთვული მასალების შესახებ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ  შეწყდა მიწოდების ჯაჭვი და არც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ...

Read More »

BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა

აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა “გამფრთხილებელი ზომებით” იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ...

Read More »