რუსეთის მაღაროში მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა

კუზბასში მდებარე რუსული ქვანახშირის მაღარო “რასპადსკაია” , სატელიტური მონიტორინგის თანახმად, იანვარში საათში დაახლოებით 90 ტონა მეთანს გამოტყორცნიდა. Guardian-ის თანახმად ეს არის მეთანის ყველაზე დიდი, დაფიქსირებული გაჟონვა.

კანადური კომპანია GHGSat-ის თანახმად, რომელიც 2016 წლიდან ეწევა სათბურის გაზების ემისიების სატელიტურ მონიტორინგს, რომ 2022 წლის იანვარში “რასპადსკაიადან” საათში 658-დან 17 994 კილოგრამამდე ზომის 13 მეთანის ვუალი მოჩანდა. კომპანიამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, რადგან დრო დასჭირდა იმისთვის, რათა შეემოწმებინა საკუთარი დასკვნები და დაჰკავშირებოდა რასპადსკაიას ოპერატორს. კომპანიის ინფორმაციით, ოპერატორს რეაგირება არ მოუხდენია.

კომპანია მიიჩნევს, რომ გაჟონვა მთელი 2021 წლის მეორე ნახევარში ხდებოდა და ახლა იანვრის მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. Ghgsat-ის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და მაღაროების დირექტორის ბროდი უაიტის თქმით, “რასპადსკაიაში” მომხდარი გაჟონვა 25% – ით ზრდის მაღაროში მოპოვებული ყველანაირი ნახშირის წვის შედეგად მიღებული ემისიების რაოდენობას.

რუსეთი მეთანის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს წყაროს წარმოადგენს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply