გაეროს სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბირთვულ საკითხებზე, უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაში ექსპერტთა საერთაშორისო მისია გაგზავნას გეგმავს.
ევროპის უმსხვილესი ქარხნის ადგილობრივი პერსონალი რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშაა. შესაბამისად, მონაცემები ბირთვული მასალების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათანადოდ არ მიეწოდება.
“უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ გვაცნობა, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ მონაცემებს ბირთვული მასალების შესახებ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ შეწყდა მიწოდების ჯაჭვი და არც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტროლი“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ამბობენ, რომ ექსპერტთა ჯგუფმა ელექტროსადგურში უსაფრთხოების ზომები უნდა შეამოწმოს.
გროსი მოსკოვს იმ რეაქტორის უარყოფით შედეგებზე მიუთითებს, რომელიც მარტის დასაწყისში ბრძოლების შედეგად დაზიანდა.
წყარო: euronewsgeorgia.com