ენერგოეფექტურობა

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის. ამასთან, გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. “ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს”, – ნათქვამია ...

Read More »

GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

დღეს GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს ხელი მოეწერა. ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ადგილობრივი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება უკვე სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება. კურსის მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის ...

Read More »

შოლცი: ენერგომომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ

„ენერგომომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ვიყავით, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისივე თქმით, გერმანია გეგმავს, ენერგიის დასაზოგად, 1-ლი სექტემბრიდან, არაერთი ღონისძიება გაატაროს, რათა ქვეყანა რუსული გაზის იმპორტის პოტენციური შეფერხებისთვის მოემზადოს. „წინა წლისგან განსხვავებით, ჩვენი გაზის საწყობების 80%-ზე მეტით არის სავსე. გავაგრძელებთ მუშაობას დარჩენილი სივრცის შევსების მიზნით“, თქვა შოლცმა. ენერგომომარაგების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას უსვამს ხაზს რობერტ ჰაბეკიც ...

Read More »

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება – Shell-ის დირექტორი

ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Shell-ის გენერალურმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ევროპის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ის მოსაზრება, რომ ეს კრიზისი მარტივად ან მალე დასრულება, არარეალისტურია და უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ვან ბეურდენმა. Shell-ის CEO-ს შეფასებით, ევროპამ კრიზისის მოსაგვარებლად ენერგიის ალტერნატიული წყაროები უნდა ...

Read More »

იური ვიტრენკო: უკრაინას, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი ემუქრება

„ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარის, იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინაში, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი იქნება. ვიტრენკო ხაზს უსვამს, რომ, დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, უკრაინის ენერგოსისტემას ძალიან მაღალი რისკი შეექმნება. „ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარე​ ადამიანებს ურჩევს, საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ, რადგან გარე სივრცეებში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი შეიძლება დაეცეს. მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში, დახურულ სივრცეებში ტემპერატურა 17-18 გრადუსს შორის იქნება, რაც ნორმაზე დაახლოებით ოთხი გრადუსით დაბალია. ...

Read More »

Sky News – ევროპაში ენერგოკრიზისი შესაძლოა, „არმაგედონად“ იქცეს

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის ფასების კუთხით, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი შესაძლოა „არმაგედონად“ იქცეს. ამის შესახებ Sky News წერს. „ეს არის კრიზისი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენისთვის, რომლებიც ზამთარში „არმაგედონის“ პირისპირ დარჩებიან. მხოლოდ მთავრობას შეუძლია ჩაერიოს და დარწმუნდეს, რომ ეს არ გამოიწვევს კატასტროფას არც ამ ზამთარს და არც მომავალ ზამთარს“, – განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია National Energy Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ სკორერმა. ...

Read More »

ელექტროენერგიის დასაზოგად, ბანგლადეშის სკოლებში სასწავლო დღეები, ოფისებში კი სამუშაო საათები შეამცირეს

საწვავის ფასების ზრდისა და უკრაინის ომის გავლენის გამო, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით, ბანგლადეშის სკოლებში სასწავლო დღეები, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ბანკებში კი, სამუშაო საათები შეამცირეს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს. ახალი რეგულაცია ძალაში დღეს შევიდა. ქვეყანაში სკოლების ნაწილი შაბათსაც ღიაა. ახალი წესების მიხედვით, ამ დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებები აღარ იმუშავებენ. სამთავრობო ოფისები და ბანკები სამუშაო დროს რვა საათიდან შვიდ საათამდე შეამცირებენ. სხვა დაწესებულებებს უფლება ...

Read More »

მოუწევთ თუ არა გერმანელებს თეატრებში და მუზეუმებში პალტოებით სიარული?

გერმანიაში ენერგიის ეკონომიისთვის კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. კელნში ღამის საათებში ტაძრები აღარ განათდება, ელექტროენერგიის ეკონომიის შესაძლებლობებს მუზეუმები და თეატრებიც ეძებენ.  DW ცდილობს დაადგინოს, თუ როგორ ემუქრება ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ევროპაში უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა, გერმანულ კულტურას. ივლიან თუ არა გერმანელები კონცერტებზე პალტოებში? იქნება თუ არა სიცივე მუზეუმებში? თუ კულტურულ დაწესებულებებს ზამთარში საერთოდ დახურავენ? კულტურის  საკითხებში გერმანიის საბჭო (Deutsche Kulturrat), ასეთ რადიკალურ ...

Read More »

ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრიის განვითარების მთავარი ტენდენციები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტერმინი „ბუნებრივი წიაღისეული“ ადრეული ინდუსტრიალიზაციის პარადიგმას უკავშირდება – ის სამყაროს განვითარების აწ უკვე მოძველებულ მოდელს გულისხმობს, რომელიც დედამიწას საგრძნობლად აზიანებს. თუმცა საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს გლობალური საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ერთგვარი კონსენსუსი გაჩნდა: მეცნიერები, ანტრეპრენიორები, სოციალური აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მრავალსაუკუნოვანმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გლობალური პრობლემების ...

Read More »

ენერგოკრიზისმა ნედლეულის სექტორს დაარტყა

ნედლეულის საკვანძო დარგები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ენერგოკრიზისის გამო. პრობლემები შეექმნათ სამრეწველო და „მწვანე“ ლითონების, ასევე ფოლადის მწარმოებლებს. საწარმოო ხარჯების შემცირება დაიწყეს სასუქებისა და შაქრის მწარმოებელმა კომპანიებმაც, წერს სააგენტო Bloomberg. გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე დაკარგა თუთიისა და ალუმინის წარმოების სიმძლავრეების ნახევარი. ჩინეთის მეტალურგიული ქარხნები კი გვალვამ და ელექტროენერგიის გათიშვამ დააზარალა. შეერთებულ შტატებში ფოლადის ჩამომსხმელი ქარხნები ...

Read More »