GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

დღეს GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს ხელი მოეწერა.
ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ადგილობრივი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება უკვე სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება.
კურსის მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის პროფესიას დაეუფლებიან. კურსდამთავრებულები შეძლებენ მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას. დამატებით მსმენელები გაივლიან თეორიულ კურსებს განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე.

Leave a Reply