ენერგოეფექტურობა

რატომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს ენერგეტიკაში?

ენერგეტიკის ექსპერტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ამ დღეებში რამდენჯერმე მკითხეს თუ რატომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს ენერგეტიკაში, მაგალითად გაზზე უარის თქმით.ასევე როგორ ჩამოვიშოროთ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამას ვწერ რუსეთიდან 600მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგია შემოდის (აფხაზეთის ჩათვლით და არ ვიცი რამდენი გაზი (არ არის საჯარო). ჩვენი მთავარი ელექტროენერგეტიკული ობიექტი ენგურჰესი ...

Read More »

ოთარ შამუგია: მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე

ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მე-6 კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისთვის განათლების როლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის, მათ შორის, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გადამზადების პროცესში. „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული და ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა წარვმართოთ. საქართველომ ცირკულარული ...

Read More »

გაეროს საავიაციო ექსპერტები თვითმფრინავების ემისიებისთვის უფრო მკაცრ სტანდარტებს განიხილავენ

გაეროს საავიაციო ექსპერტები კომერციული თვითმფრინავებისთვის ემისიების სტანდარტების გამკაცრებას კვლავ განიხილავენ. ემისიების ახალი სტანდარტების შემოღებამ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს თვითმფრინავების მწარმოებლებზე, რომლებსაც წლები სჭირდებათ მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად. სამუშაო დოკუმენტებსა და წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრაზე, საავიაციო ექსპერტებმა აშშ-დან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ემისიების სტანდარტების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ICAO-ს საავიაციო გარემოს დაცვის კომიტეტი უკვე შეთანხმდა ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ შემუშავება-განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის ...

Read More »

იაპონელებმა წყალბადზე მომუშავე მატარებელი წარადგინეს

იაპონიის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ JR East დღეს ოფიციალურად წარმოადგინა მატარებელი „ჰიბარი“, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ის ჟურნალისტებს კომპანიის ექსპერიმენტულ ბაზაზე ქალაქ კავასაკიში უჩვენეს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს. მატარებლის ცდები მარტის მეორე ნახევრიდან იაპონიის დედაქალაქის ზონაში დაიწყება. მატარებლის ძრავი წყალბადისა და ჯანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნის ელექტროენერგიას, რომელიც გროვდება სპეციალურ დიდი ტევადობის ელემენტებში. შედეგად ეს მატარებელი ემისიების სახით მხოლოდ გარემოსთვის უვნებელ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია-პრემიერი

ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ...

Read More »

ღარიბაშვილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG“- ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG”-ი დაინტერესდეს. უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს. უწყების განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ...

Read More »

Koenigsegg-ის 335-HP ელექტროძრავა შეიძლება მოთავსდეს თქვენს ზურგჩანთაში

ახალმა ძრავამ შეიძლება მოახდინოს რევოლუცია EV და ჰიბრიდული ჰიპერმანქანების ბაზარზე. Koenigsegg Gemera ავტომობილს გააჩნა 1700 ცხენის ძალა. ორმაგი ტურბო დამუხტვით 2.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავით, სახელწოდებით Tiny Friendly Giant (TFG) სამ კომპლექსურ ელექტროძრავასთან ერთად. Koenigsegg-ს აქვს ელექტროგადამცემი სისტემის დეტალური ასპექტები, როგორიცაა ექვსფაზიანი ინვერტორი, სახელად David. ამ ძრავის თავსატეხის შემდეგი დეტალი არის Quark E-ძრავა, ულტრა მსუბუქი, ულტრა კომპაქტური ელექტროძრავა დიდი პოტენციალით. ეს კომპაქტური ...

Read More »

შვედური კომპანია ხის ელემენტების შექმნაზე მუშაობს

შვედური კომპანია „ლიგნა ენერჯი“ ხის ელემენტებისა და ბატარეების შექმნაზე მუშაობს. პროდუქტი არა ხისგან, არამედ ლიგნინისგან მზადდება. ლიგნინი ხეში არსებული წებოვანი მასაა, რომელიც ხის სტრუქტურას კრავს. კომპანია „Ligna Energy-ის“ აღმასრულებელი დირექტორი პიტერ რინგსტადი ამბობს, რომ გაფხვიერებული ლინინგისგან იქმნება ფენა, რომელიც ძალიან თხელი რკინისა და პლასტმასის ფოლგაზე გადააქვთ. ასეთ ელემენტებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ზოგს ლითიუმის ელემენტები არ მოსწონს, რადგან ...

Read More »

დავითაშვილი: გვექნება კიდევ ბევრი ენერგეტიკული პროექტი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი გაიტანეს. მისივე თქმით, მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად ეკონომიკის სწრაფი განვითარება რჩება. „ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და მეტი დასაქმება და მეტი სამუშაო ადგილი. დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი, როგორც ქარის ასევე ჰიდრო ენერგიის და მზის პროექტები. ამ პროექტებით ჯამურად განახლებადი ენერგიის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი, რაც ...

Read More »