ენერგეტიკის ექსპერტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ამ დღეებში რამდენჯერმე მკითხეს თუ რატომ არ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს ენერგეტიკაში, მაგალითად გაზზე უარის თქმით.ასევე როგორ ჩამოვიშოროთ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება.
ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამას ვწერ რუსეთიდან 600მგვტ-ზე მეტი ელექტროენერგია შემოდის (აფხაზეთის ჩათვლით და არ ვიცი რამდენი გაზი (არ არის საჯარო). ჩვენი მთავარი ელექტროენერგეტიკული ობიექტი ენგურჰესი აფხაზეთშია და კიდევ ბევრი ფაქტორია რაც რუსეთზე დამოკიდებულებულს გვხდის. არ გვაქვს გაზსაცავი, ვერ ვაშენებთ მარეგულირებელ ჰესებს რომ წყალი შევინახოთ და გამოვიყენოთ, მოხმარებას ვზრდით სუბსიდირებული ტარიფებით და მხოლოდ თბოსადგურების მშენებლობა ვერ ეწევა მოხმარების ზრდას, რის გამოც სურ უფრო მეტად ვხდებით გარე იმპორტზე დამოკიდებული. ასეთ პირობებში სათანადო ალტერნატივების გარეშე, რუსეთის მოწოდებაზე უარის თქმა მხოლოდ მომხმარებელთა დიდი ნაწილის გათიშვით არის შესაძლებელი. საერთოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება არ შეიძლება ფრაგმენტულად განვიხილოთ და მხოლოდ გაზზე უარის თქმით მოვიტყუოთ თავი. რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება ბევრად უფრო მრავალწახნაგოვანია. ის მოიცავს:
– აქტივების ფლობას საქართველოს ენერგეტიკაში –
o თელასი, ხრამის ჰიდროელექტროსადგურები, საქრუსენერგო
– ელექტროენერგიაზე სეზონურ და პიკურ იმპორტდამოკიდებულებას
– ბუნებრივ გაზზე იმპორტდამოკიდებულებას ზამთარში
– ოკუპაციის საფრთხეებს, როგორიცაა
o აფხაზეთის მზარდი გადაუხდელი მოხმარება
o ენგურჰესის კონტროლის საფრთხეები
o ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთი კონტროლი
– და სხვა.
ამ დამოკიდებულებას შეიძლება ახლდეს სხვადასხვა საფრთხეები როგორიცაა:
– მოწოდების შეწყვეტა და მოწოდების შეწყვეტით შანტაჟი
– ფასებით მანიპულირება და კორუფციული გარიგებები ვეჭრობის და ტრანზიტის პირობებში
– პოლიტიკური კორუფცია
o პოლიტიკური დივიდენდები გრძელვადიანი ინტერესების სანაცვლოდ
o ნეპოტიზმი და მბრუნავი კარის პოლიტიკა – პოლიტიკური წრეების
– და სხვა.
ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ამიტომ, საჭიროა ამ და სხვა, არა მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებული, რისკების ანალიზი და უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთიანი სტრატეგიის და არა ფრაგმენტული ნაბიჯების შემუშავება. ამისთვის საჭიროა ლოზუნგებიდან მუშაობაზე გადავიდეთ და შესაბამისი სამუშაო პროცესები და უნარები ჩამოვაყალიბოთ, რაც დღეს გვაკლია; არა მხოლოდ ნაყოფი მოვითხოვოთ, არამედ ხის დარგვაზეც ვიზრუნოთ, რომელმაც ეს ნაყოფი უნდა მოგვიტანოს. ვიცი გრძელი გზაა, მაგრამ მოკლე გზები მხოლოდ ხრამში მიდის.”