ენერგოეფექტურობა

IDFI-მ დაადგინა რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული უზუსტობების აღმოფხვრა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის შემდგომი განახლება ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკური ავტომობილებით განხორციელდეს. როგორც IDFI-ში აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად აჟღერებდა გეგმებს მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. აქტიურად ხდება ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის წახალისება. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ელექტრომობილები ...

Read More »

Trinity-ს გადასატანი ქარის გენერატორი USB დამტენით

Kickstarter-მა სიცოცხლე უამრავ საინტერესო პროექტს შთაბერა. ერთ-ერთი მათგანია Trinity-ს პორტატული ქარის ტურბინა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებისა და სხვა USB მოწყობილობების დასატენად. აღნიშნული მოწყობილობა შეიძლება სასარგებლო იყოს ლაშქრობისთვის და სხვა სიტუაციებისთვის, როდესაც ქსელში ჩართვის საშუალება არ არსებობს. დანადგარის დეველოპერების აზრით, სუსტ ქარშიც კი, ის შეძლებს ენერგიის საკმარისად გამომუშავებას მოწყობილობების დასატენად. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ მათ გამოგონებას არ აქვს ის ...

Read More »

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს

“საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს,”- BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, ბანკი როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტების ასევე გადაცემის ქსელების მშენებლობას უწყობს ხელს. ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა მიმართულია იქითკენ, რომ EBRD-ის წევრმა ქვეყნებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებულ სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიონ.  “საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლისთვის ...

Read More »

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს. კომპანიამ ასევე დაანონსა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის მიიღებას აპირებს, რამაც ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელი ბიტკოინზე ფსონს მას შემდეგ დებს, რაც  საინვესტიციო პოილიტიკა განაახლა და ახლა კომპანიას საშუალება აქვს ივესტიცია ჩადოს როგორც ციფრულ აქტივებში, ასევე ოქროს ბუილონში და ოქროს გაცვლით სავაჭრო ფონდებში. ”ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ ბიტკოინის, როგორც გადახდის ფორმის მიღება, ...

Read More »

ევროკავშირში ჰიბრიდი და ელექტრომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ჰიბრიდი და ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც აღნიშნული ტიპის მანქანებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს 1.046 მილიონი ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 387,808 შეადგინ. აღსანიშნავია, რომ ე.წ ფლაგ-ინ ჰიბრიდებს, მათი გაყიდვები 59 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ბენზინის ძრავის ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: „EBRD ენერგეტიკის რეფორმაში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს“

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში EBRD საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. „ის ძირითადად კერძო სექტორისთვის და 250-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და დაახლოებით 4 მლრდ-ზე მეტი დაფინანსება აქვს გამოყოფილი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში მათ შორის ენერგეტიკასა და სახელმწიფო ...

Read More »

პაველ სოროკინი: რუსული ნავთობის ორი მესამედი წამგებიანია

აღნიშნული რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა ჟურნალ Energy Policy- სთვის სტატიაში დაწერა. ”რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის თანახმად, 30 მილიარდი ტონა ნავთობის სარეზერვო რესურსებიდან, მხოლოდ 36% არის მომგებიანი თანამედროვე მაკროეკონომიკურ გარემოში. აღნიშნული განპირობებულია განვითარების შესაძლებლობების გაუარესებით: რთული კონსტრუქციის ძვირადღირებული ჭაბურღილების მშენებლობა, რეზერვუარების დაბალი გამტარიანობა და მოცულობა და ა.შ. ” – განმარტა სოროკინმა. პაველ სოროკინი ”ეს ყველაფერი კი არა ...

Read More »

თურქეთში პირველი უპილოტო ელექტროავტობუსი წარადგინეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო პირველი ელექტრო, უპილოტო სამგზავრო ავტობუსის პრეზენტაციას. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთდა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის Twitter ანგარიშზე, იუწყება Axar.az. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის დროს, დამსწრე საზოგადოებას შეატყობინეს, რომ უპილოტო სამგზავრო ავტობუსი წარმოადგენს თანამედროვეობის მანქანას, რომელიც მთლიანად თურქმა ინჟინრებმა შექმნეს. ”ჩვენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივდივართ მეოთხე თაობის უპილოტო ელექტროავტობუსით Atak Elektrik-ით, რომელიც მთლიანად თურქი ...

Read More »

FORD-ი ჩინეთში ელექტრო MUSTANG-ების წარმოებას იწყებს

Ford-ი ჩინეთში Mustang-ის ავტომობილების წარმოებას იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, Mustang Mach-E წარმოება წელს დაიწყება. ახალი ელექტროძრავიანი Mustang-ი სპორტული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მიზანია ჩინეთის ბაზრის დაკავება. Ford–მა ჩინეთში წარმოებული პირველი ლინკოლნის მანქანები გასული წლის მარტში გამოუშვა, მაგრამ ბრენდი ჩინურ ბაზარზე უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება პრემიუმ კონკურენტებთან შედარებით. დასავლური ბრენდები აგრესიულად უმიზნებენ ჩინეთს, სადაც ელექტროენერგიის გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება. BBC-ი წერს, რომ Volkswagen-ის განმარტებით მალე ...

Read More »