ევროკავშირში ჰიბრიდი და ელექტრომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ჰიბრიდი და ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც აღნიშნული ტიპის მანქანებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს 1.046 მილიონი ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 387,808 შეადგინ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ ფლაგ-ინ ჰიბრიდებს, მათი გაყიდვები 59 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვებს მთლიანი გაყიდვების 48% ისევ უჭირავს ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე. ამასთან, მოთხოვნა შემცირებულია დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებზე, გასულ წელს კლებამ 32%-ი შეადგინა

Leave a Reply