Author Archives: energy

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,2 აშშ დოლარით (0,28%.) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 71,75 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 ...

Read More »
დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულუას ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს ...

Read More »
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 32%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 1323.094 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 32%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ივნისში საქართველოში მთლიანად 999.366 მლნ კვტ-სთ დენის გამომუშავება მოხდა. აღსანიშნავია, რომ გენერაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის რეაბილიტირებული ენგურჰესის მიერ გაზრდილი გამომუშავება. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

BTC-ით 488 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 488 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაიტანეს. BP-Azerbaijan-ის მონაცემებით, BTC-ის მეშვეობით ჯეიჰანში 4,796 ტანკერი ნავთობით დაიტვირთა და მსოფლიოს მასშტაბით დაიგზავნა. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით სულ 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა.

Read More »

ბირთვული ნარჩენების ბრილიანტებად გადაქცევის შედეგად კომპანიამ შექმნა ბატარეები, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში გაძლებს

რადიოაქტიური ნახშირბადის 14 ბრილიანტად გადაქცეული ბირთვული რეაქტორის ნაწილები წარმოქმნის ენერგიას. მათი უსაფრთხოების მიზნით, ნახშირბადის 14 ბრილიანტი მოთავსებულია ალმასის მეორე დამცავ ფენაში. კომპანია პროგნოზირებს, რომ პირადი მოწყობილობების ბატარეები შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 9 წელი. ბირთვული ნარჩენები – ეს არის ბირთვული ელექტროსადგურების რადიოაქტიური საშიში ნივთიერებები, რომელთა შენახვაც სახლებთან ახლოს ან თუნდაც მათი ტრანსპორტირება მათ ქალაქებში არავის სურს. ეს ნივთიერებები არის ტოქსიკური, საშიში, ათასობით ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო მილსადენის ხარჯები 30%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენის ღირებულებამ დაახლოებით 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნშნული დაახლოებით 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია BP-Azerbaijan-ის მოხსენებაში. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში მილსადენზე საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 44%-ით გაიზარდა და შეადგინა 69 მლნ აშშ დოლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯები შემცირდა 14%-ით და შეადგინა 12 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად, მილსადენით ძირითადად ტრანსპორტირდება ნავთობი ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

რა ძირითადი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

უპირველესად, ესაა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდა, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. გარდა ამისა, ახალი ჰესების მშენებლობა პირდაპირ თუ ირიბად ავითარებს რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას. დამატებითი სარგებლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რომელიც დაუწერელ წესად იქცა თითეული ინვესტორისთვის; პროფესიული განათლების მიღება; სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება; ადგილობრივი მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება; ბიუჯეტში გადასახადების ...

Read More »

შაჰ დენიზ-2-ზე უკვე 21 ჭაბურღილია გაბურღული

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, “შაჰ დენიზ ალფას” პლატფორმაზე ბურღვითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგან მოცემულ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა პრევენციული სამუშაოები. აღნიშნულის შესახებ განცხადება BP-აზერბაიჯანმა გააკეთა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ “ისტიგლალის” ჭაბურღილზე, საბურღმა დანადგარმა უკვე დაასრულა 3 წყალქვეშა წყაროზე ბურღვითი სამუშოები – SDF03, SDF04 და SDC05. Maersk Explorer–მა ჭაბურღილის SDH03 ფსკერი ასევე სრულ სიღრმეზე გაბურღა. შაჰ დენიზ-2 -ის წარმოებისთვის არსებული 21 საბადოდან ...

Read More »

“რუსეთისათვის არასასურველი ენერგოპროექტების წინააღმდეგ წარმართული კამპანიებში, როგორც წესი, ჩართული არიან ერთი და იგივე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები”

ვიცით, რა ჰიბრიდული ომის წარმოების ზოგადი პრინციპები, კრემლის მოქმედების მეთოდოლოგია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სპეც სამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, იციან მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, ანგარიშს უწევენ საზოგადოების მენტალიტეტს (დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით) და ქმნიან მოქმედების შესაბამის მოდელს. ისინი ამ მოდელის რეალიზაციას ახდენენ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებული გავლენის აგენტურის მეშვეობით. რუსეთის ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ხარჯები 40%-ით, ხოლო გამტარუნარიანიბა 42%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) 38 მილიონი დოლარი დაჯდა. აღნიშნული დაახლოებით 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია BP-Azerbaijan-ის მოხსენებაში. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში მილსადენის საოპერაციო ხარჯები გაიზარდა დაახლოებით 23%-ით და შეადგინა $ 27 მლნ. 2021 წლის იანვარ-ივნისში, SCP–ს საშუალო სიმძლავრე იყო 46.5 მილიონი კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 42%–ით მეტია გასულ წელთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ SCP-ის ...

Read More »