მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, “შაჰ დენიზ ალფას” პლატფორმაზე ბურღვითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგან მოცემულ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა პრევენციული სამუშაოები.
აღნიშნულის შესახებ განცხადება BP-აზერბაიჯანმა გააკეთა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ “ისტიგლალის” ჭაბურღილზე, საბურღმა დანადგარმა უკვე დაასრულა 3 წყალქვეშა წყაროზე ბურღვითი სამუშოები – SDF03, SDF04 და SDC05. Maersk Explorer–მა ჭაბურღილის SDH03 ფსკერი ასევე სრულ სიღრმეზე გაბურღა.
შაჰ დენიზ-2 -ის წარმოებისთვის არსებული 21 საბადოდან 2-ზე ბურღვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ 19-ზე – ყველა სახის სამუშაოები, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს წარმოების გაფართოებაში.
ნინო სამადაშვილი