დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულუას ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply