ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო მილსადენის ხარჯები 30%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენის ღირებულებამ დაახლოებით 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნშნული დაახლოებით 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია BP-Azerbaijan-ის მოხსენებაში.

კერძოდ, გასული წლის განმავლობაში მილსადენზე საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 44%-ით გაიზარდა და შეადგინა 69 მლნ აშშ დოლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯები შემცირდა 14%-ით და შეადგინა 12 მლნ აშშ დოლარი.

ამჟამად, მილსადენით ძირითადად ტრანსპორტირდება ნავთობი და შაჰ დენიზის კონდენსატი აზერბაიჯანიდან. გარდა ამისა, ნედლი ნავთობისა და კონდენსატის სხვა მოცულობები, მათ შორის თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან:  bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); Total (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEKS (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGC (BTC) Limited (2.36%).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply