Author Archives: energy

ნავთობის კორპორაცია 4770 ტონა ნავთობს ყიდის

ნავთობის კორპორაცია 4770 ტონა ნავთობს ყიდის

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ”  Georgian Light  და Georgian Heavy  ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის საერთო რაოდენობა შეადგენს 4770 ტონას და შედგება ორი ლოტისგან. კერძოდ: I ლოტად გამოტანილია 420 ტონა Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობი, მიწოდება EXW (incoterms 2010) პირობით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. II ლოტად გამოტანილია 4350 ტონა Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობი, ...

Read More »
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არასამთავრობოებს შეხვდა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არასამთავრობოებს შეხვდა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, „საწარმოთა ინოვაციის განვითარების ცენტრის“, ასოციაცია-„საზოგადოება განვითარებისათვის” , ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა”, „საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაციის “, და “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” წარმომადგენლები.

Read More »
სახელმწიფო ელექტროსისტემის 10 წლიანი სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის

სსე” 10 წლიანი სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის „სსე“ განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის შემუშავებას და მის გავლენას ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და დარგის განვითარების პროცესებზე. „აფბას“ ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით ქართულ ეკონომიკაში ენერგეტიკის სექტორი არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი მისი საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე და ქვეყანაში საკმაოდ დიდი რესურსები არის ჰიდროენერგეტიკის განვითარების კუთხით. „როდესაც საუბარი არის რესურსებზე აღსანიშნავია ის ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

ამერიკა უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

უკრაინისა და რუსეთის ომი პირადაპირპროპორციულად აისახა უკრაინის ენერგორესურსებით მომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხზე. უკრაინა დიდ წილად რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უკრაინის ახალი ხელისუფლების პირობებში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხი არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა გარკვეულწილად, პუტინისა და რუსეთის ენერგორეურსების მძევლები არიან. ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, უკრაინისთვის გაზის მიწოდებას აშშ-ი ორი წლის შემდეგ შეძლებს. მისივე თქმით, ამერიკა მდიდარია ...

Read More »
ენერგოსექტორის საინვესტიციო მდგომარეობა

ენერგოსექტორის მომავალი საინვესტიციო კუთხით

ენერგოსექტორში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია შემოდის, კერძოდ კომპანია „Pegasus East West“-ი 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას  ჩადებს გარდაბნის თბოელექტროსადგურის შეძენაში. ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებულ ღირებულებას წარმოადგენს 90 მილიონი დოლარი. შეგახსენებთ, რომ თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს და მის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია Çalık Enerji ახორციელებს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ძირითადად საქართველოს  მოხმარდება. თბოსადგურის გასხვისებასთან და ენერგეტიკაში მიმდინარე ...

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

ენერგოეფექტურობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით იმავე მომსახურებისა და პირობების მიღებას ნიშნავს. 1970 წლის შემდეგ ენერგოეფექტურობაში განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული სარგებელი სულ უფრო მზარდია. მაშინ, როცა ბოლო ათწლეულების მანძილზე ადამიანების მოთხოვნა გადაადგილებაზე, გათბობაზე, განათებასა და სხვა ენერგეტიკულ მომსახურებაზე საგრძნობლად გაიზარდა, ენერგეტიკასთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის 74% ახალ ეფექტურ მოწყობილობა-დანადგარებზე მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო ნაკლებით უფრო მეტს ვაკეთებთ, რაც კარგი ახალი ამბავია. ენერგოეფექტურობა ...

Read More »
110 კვ-იანი ორჯაჭვა ხაზის აღდგენა დასრულდა

110 კვ-იანი ორჯაჭვა ხაზის აღდგენა დასრულდა

დასრულდა ელექტროგადამცემი ხაზის „თონეთი1,2“ ანძის დაყენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა სტიქიური უბედურების შედეგად, კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავარიულად გამორთული 110 კვ-იანი ორჯაჭვა აღდგენითი სამუშაოები. საჭირო გახდა ახალი ანძის მეწყერსაშიში ადგილმდებარეoბიდან უსაფრთხო ადგილას გადატანა და ხაზის ე.წ. ტრასის შეცვლა. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი აერთიანებს „ხრამი -1“-ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურთან „ლისი 220“. მოწყვეტილი და წაღებული 357-ე ანძა ახალი ანძით შეიცვალა. ...

Read More »
სემეკის 2014 წლის ანგარიში

სემეკის 2014 წლის ანგარიში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში მოქმედი სუბიექტები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები. კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკის სექტორში “ქსელის წესებზე”, წამახალისებელ სატარიფო მეთოდოლოგიაზე, ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების ახალ წესზე. ...

Read More »
ენერგოკომპანიები სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარებიან

ენერგოკომპანიები სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარებიან

13 ივნისის სტიქიის შემდეგ მთავრობამ საკოორდინაციო მუშა ჯგუფი ჩამოაყალიბა, სადაც სხვასადასხვა პროფილის მინისტრები შედიან, მათ შორის არის ენერგეტიკის მინისტრი. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სტიქიის შედეგად დაზარალებეული ოჯახების დახმარებაზე. ენერგეტიკული კომპანიები მზად არიან ფინანსური დახმარება გაუწიონ მათ. შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარებები ორგანიზებულად გადაირიცხოს შესაბამის ფონდში და მოხდეს ამ თანხების ...

Read More »
საქართველოში ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია დაფუძნდება

საქართველოში ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია დაფუძნდება

განათლების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული ფირმის „ბილფიგერის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. თანამედროვე სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება, ქართველი მეცნიერები პროცესებს დააკვირდებიან. ლაბორატორია იქნება პასუხისმგებელი არა მხოლოდ კადრების მომზადებაზე, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ექსპერტული დასკვნის გაცემაზე. განათლების მინისტრის განცხადებით პროექტი მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ არის ტექნიკური განათლება არის სტრატეგიული ნაწილი. „პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის პირველ რიგში მთლიანი სტრატეგიის ...

Read More »