ენერგოსექტორის საინვესტიციო მდგომარეობა

ენერგოსექტორის მომავალი საინვესტიციო კუთხით

ენერგოსექტორში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია შემოდის, კერძოდ კომპანია „Pegasus East West“-ი 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას  ჩადებს გარდაბნის თბოელექტროსადგურის შეძენაში. ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებულ ღირებულებას წარმოადგენს 90 მილიონი დოლარი. შეგახსენებთ, რომ თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს და მის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია Çalık Enerji ახორციელებს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ძირითადად საქართველოს  მოხმარდება. თბოსადგურის გასხვისებასთან და ენერგეტიკაში მიმდინარე სხვა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საუბრობს.

ბოლო დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გარდაბნის თბოსადგურის გასხვისების საკითხია, რომელზეც დაინტერესება კომპანია „Pegasus East West“-მა გამოთქვა. საინტერესოა, როგორ მიდიოდა მოლაპარაკება კომპანიასთან და რეალურად როდიდან განხორციელდა თბოსადგურის მენეჯმენტში ცვლელებები.  

დიახ, რა თქმა უნა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. საქართველოში ასეთი დიდი ინვესტიცია დიდი ხანია არ განხორციელებულა და ენერგეტიკაში ეს არის ძალიან კარგი ორივე მხარისთვის. მოხდა ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მხარეები თანახმა არიან, რომ ნოემბრის ბოლოსთის ეს სადგური ექსპლუატაციაში შევა. ამ მომენტისთის დარჩა მხოლოს მცირე ფორმალობები და შემდეგ კომპანიის მიერ მოხდება, 290 მილიონის გადახდა, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა და დადებითად აისახება ეკონომიკაზე. აქტუალობიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ აღნიშნული გარიგება ასევე ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზეც.

ეს არის პირველი ობიქეტი, რომელიც გაიყიდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი წარმატებული გარიგებები მომავალშიც დამკვიდრდება. რაც შეეხება კომპანიას, ეს არის საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ოპერირებს აზიაში, ისრაელში, აფრიკაში და ა.შ. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მიხეილ მირილაშვილი, ის არის საქართველოდან წასული ძალიან სერიოზული, ებრაელი ბიზნესმენი და ის დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა აგრობიზნესი, ტურიზმი და ა.შ.

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, საკმაოდ პოზიტიური განწყობა გვაქვს. ჩვენ მოვიაზრებთ 500 მეგავატამდე ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობას, ისევ გარდაბანში, უკვე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მოლაპარაკებები. წინასწარმა შესწავლამ აჩვენა, რომ ორ წელიწადში გარდაბანში გვექნება მილიარდამდე ინვესიციები თბოსადგურების მშენებლობაში. ასევე ძალაინ გააქტიურდა თანაინვესტიცირების ფონდი. მათ აარჩიეს ფინანსური პრობლემების გამო ჩავარდნილი პროექტები, ხელი მოეწერა მნიშვნელოვან პროექტებს , რაც დაახლოებით 2 მილიარდის ინვესტიციაა. აქ საუბარია მტკვარი, ცხენისწყალი, ხობის პროექტზე, მიდის მოლაპარაკებები ონზე, სადაც განთავსდება კასკადი და ნამახვანზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა ვმუშაობთ ნესკრა ჰესის დაწყებაზე, ამასთან აუცილებად დაიწყება ხუდონი. ეს რაც ჩამოვთვალე საერთო ჯამში გვაძლევს 2300-2400 მეგავატამდე პროქტებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოსთვის უარყოფითი ენერგობალანსია და ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ ელ.ენერგიაზე. საინტერესოა მას შემდეგ რაც ეს პროექტები განხორციელდბა, იქნება თუ არა საქართველო ისევ ენერგიის იმპორტზე დამოკიდებული?

ჩვენი მოხმარება არის 10 მილიარდი კილოვატ საათი წელიწადში. აქედან 800 მილიონ კილოვატ საათს ჩვენ ვყიდულობთ რუსეთისგან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავრობის ამოცანა რომ თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას. გარდა ამისა გვაქვს კომერციული ხასიათის პრობლემებიც, რუსეთან არ გვაქვს არანაირი ხელშეკრუკება და შესაბამისად რთულია მომავლის პროგნოზირება. ყოველწლიურად გვაქვს ახალი ფასი, ამიტომ ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ეს მძიმე დარტყმაა ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს დამოკიდებულება ხშირად დიდი ინვესტორებისთვის პრობლემაა. იმასათვის რომ ჩვენ ენერგოდამოკიდებულებას , მოვშორდეთ საჭიროა აშენდეს სამი დამატებითი თბოსადგური. როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი აშენებულია დ მეორეზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და აუცილებლად აშენდება ორ წელიწადში. ეს სადგურები მოგვცემს საბაზისო ენერგიას შეოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამას უნდა დავამატოთ ის ჰესები, რაც მე ჩამოვთვალე, რომლებიც 12 თვის განმავლობაში საქართველოში დატოვებენ თავის ენერგიას ასევე ამას დაემატება ქარის საგურები.  ეს არის 7 წლის გეგმა და ჩვენი ეკონომიკური გადარჩენის ერთადერთი გზა. აღსანიშნავია, რომ პოტენციური ჰესები არ იქნებიან გათავისუფლებულები არავითარი გადასახადებისგან.

თქვენ ახსენეთ ხუდონჰესი. რა სტადიაშია ის და როგორ გამოგადგათ იქ მიღებული გამოცდილება სხვა რეგიონებში. რაჭაში, ვიცით, რომ მიწის ნაწილი უნდა დაიტბოროს ნამახვანჰესის მშენებლობისთვის.

ყველა პროქტს აქვს თავის განხორციელების წესი. როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს რომ უნდა განახორციელოს რაიმე დიდი პროექტი, ამას თავის პროცედურები აქვს. ინვესტორმა უნდა მიიღოს მშენებლობის ნებართვა, ჩატარდეს სოციალურ-ეკოლოგიური შესწავლა. უნდა ჩატარდეს საჯარო განხილვა და ა.შ. თუ ისეთი პროექტია რომ განსახლებაა საჭირო, უნდა შედგეს განსახლების გეგმა, კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს, როგორც სახელმწიფო, ისე მოსახლეობა. გამოცდილება, რომელიც მივიღეთ მოსახლეობასთან ურთიერთობაში არის ის, რომ ყოველთის ჩვენ პირველ რიგში ინვესტორს უნდა მოვთხოვოთ  კარგად დახვეწილი, საერთაშორისო სტანდარტების გეგმა, ისეთი როგორსაც მოითხოვს მსოფლიო ბანკი, იბიარდი ან ნებისმიერი დიდი ფინანსური ინსტიტუტი. გამოცილება გვეუბნება რომ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ასევე ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ მოსახლეობას თავიანთ პრობლემებზე და გავცეთ მათ კითხვებს პასუხები.

აქვე მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხი, რომელიც თან სდევს ხუდონჰესის მშნებლობას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მშენებლობის დროს მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა ვიცით, რომ ინვესტორი არ არის მოტივირებული პატრიორული თემებზე, ის ყოველთვის სარგებელს უყურებს. მათ ძირითადად ჩამოჰყავთ კვალიფიციური კადრები. მაგალითად აჭარაში 1200 ადამიანი დასაქმდა აქედან 500 ადგილობრივი. გარდა ამისა მშენებლობის პერიოდში ჰესი იწყებს ქონების გადასახასის გადახდას. როდესაც ჰესი დამთავრდება ეს არის დაახლოებით 300-400 მილიონი ქართულ ეკონომიკაში, ხოლო ყოველ წელს ქონების გადასახადის 1%-ს გადაიხდის ანუ 4 მილიონამდე ლარი შევა ადგილობრივ ბიუჯეტში ხოლო მშენებლობის შემდეგ რამდენიმე ასეული ადგილობრივი დასაქმდება.

თამუნა ქურასბედიანი

Leave a Reply