13 ივნისის სტიქიის შემდეგ მთავრობამ საკოორდინაციო მუშა ჯგუფი ჩამოაყალიბა, სადაც სხვასადასხვა პროფილის მინისტრები შედიან, მათ შორის არის ენერგეტიკის მინისტრი. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სტიქიის შედეგად დაზარალებეული ოჯახების დახმარებაზე. ენერგეტიკული კომპანიები მზად არიან ფინანსური დახმარება გაუწიონ მათ. შეხვედრის მიზანია ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარებები ორგანიზებულად გადაირიცხოს შესაბამის ფონდში და მოხდეს ამ თანხების ყველაზე საჭირო მიმართულებებით ხარჯვა.
“დღეს გვქონდა შეხვედრა ყველა იმ კომპანიასთან ვინც ენერგეტიკულ დარგში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ძირითადად ესენი არიან ინვესტორი კომპანიები პირველ რიგში მე მათ მადლობა გადავუხადე იმ თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც მათ ამ ბოლო დღეებში გამოიჩინეს. ყველა კომპანია ჩართულია სხვადასხვა სახით ზოგი მატერიალურად ზოგი ტექნიკით და მუშახელით, მაქსიმალურად გვეხმარებიან გაწმენდით სამუშაოებში” განაცხადა ვიცე-პრემიერიმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ